FM97.5 / LIVE

საქართველოდან სომხეთში... და უკან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 22.06.2018
ქართულ უნივერსიტეტებში განათლებას სულ უფრო მეტი ეთნიკურად სომეხი სტუდენტი იღებს. სუსტდება ბარიერიც, რომელსაც მათ ქართული ენის არცოდნა უქმნიდა. სწავლის გაგრძელების მსურველთა უმრავლესობა გოგონაა.

საქართველოდან სომხეთში... და უკან

კვირაში სამჯერ, სამი საათით, პატარა პამაჯის სკოლის ცამეტ პედაგოგს ქართული ენის გაკვეთილი აქვს. დღის მეორე ნახევარში, ყველა მათგანი მოსწავლის როლს ირგებს და ქართული ლექსიკის მარაგის შევსებასა და გრამატიკის შესწავლას სხვადასხვა სავარჯიშოთი ცდილობს.

ლიდა არესტაკიანი ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. საგანს, ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს სომხურ ენაზე ასწავლის.

ლიდამ საშუალო სკოლა ასპინძაში, სოფელ დამალაში დაამთავრა, უმაღლესი განათლების მისაღებად კი ერევანში წავიდა. იხსენებს, რომ 90–იან წლებში ახალგაზრდები ქართულ უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას ძალიან იშვიათად იღებდნენ. პრობლემა ენის არცოდნა იყო. გარდა ამისა, ლიდას ოჯახს ტრადიციაცად ჰქონდა – ოჯახის ყველა წევრს ერევანში უნდა ესწავლა.



მას შემდეგ, რაც ერევანში პედაგოგიური განათლება მიიღო, საქართველოში დაბრუნდა. მეექვსე წელია მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებას ასწავლის, თვითონ კი ქართულს სწალობს, - "მინდა, რომ კარგად ვლაპარაკობდე ქართულად, ამიტომ დავდივარ გაკვეთილებზე. ჩემი დედამთილი ქართველია, შვილებიც სწავლობენ ქართულს".

ლიდას მსგავსად, საშუალო სკოლა საქართველოში, უმაღლესი კი ერევანში დაამთავრა შოღაკატ ხაჩატურიანმა. უნივერსიტეტის შემდეგ, კვლავ საქართველში დაბრუნდა, გათხოვდა და პამაჯის სკოლაში მუშაობა საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დაიწყო.

ქართულის არცოდნამ პრობლემა პირველად საგადასახადო ინსპექციაში მუშაობისას შეუქმნა, - "2005 წლიდან ერთი წელი ვიმუშავე იქ. ხან რუსულად ვლაპარაკობდი, ხან ქართულად, რამდენიც ვიცოდი. მერე უკვე სალაპარაკო ქართული ვისწავლე. ახლა გაკვეთილებზე დავდივარ".

საქართველოდან სომხეთში... და უკანქართულის შემსწავლელთა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი რუზანა რაისიანია. იგი თავადაც ქართულ ენას ასწავლის, ოღონდ სკოლის მოსწავლეებს. წარმოშობით წყალტუბოდანაა. ქართულად ლაპარაკი არ უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ენამ მივიწყება იცის და გრამატიკისა და ლექსიკის გასამყარებლად, ქართულის გაკვეთილებს ესწრება, - "აქ არავინ ლაპარაკობს ქართულად და ენასთან შეხება მხოლოდ სკოლაში მაქვს მასწავლებლებთან, ბავშვებთან და წიგნთან. ამიტომ ტყუილად ჯდომას სჯობს გრამატიკის გამეორება და გაღრმავება".

რუზანა რაისიანი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები სწორედ ქართულის არცოდნის გამო მიდიოდნენ სასწავლებლად რუსეთსა და სომხეთში.

"მე მყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, თუმცა გრამატიკა არ იციან, ამიტომ სამუშაო აქ ვერ ნახეს და გარბიან გარეთ ყურებჩამოყრილები. ურჩევნიათ, ისევ რუსეთში იმუშაონ განათლების გარეშე და უდიპლომოდ, ვიდრე აქ. სხვა ეროვნების ბავშვებისთვის ცოტა ძნელია სამსახურის ნახვა ენის ბარიერის გამო".

რა შეიცვალა ბოლო შვიდ წელიწადში


პატარა პამაჯის სკოლაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა იღებს განათლებას სომხეთსა და რუსეთში. ისინი, უფრო ხშირად, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებენ, რადგან დაწესებულებაში 1+4 პროგრამა ფუნქციონირებს და მათთვის სწავლა უფრო იოლია.

"რამდენიმე წლის წინ ყველა ერევანში მიდიოდა, ახლა უკვე, 5–6 წელია, ახალციხის უნივერსიტეტში აბარებენ, შემდეგ გადიან გამოცდას და სოფლებში დამხმარე პედაგოგებად მუშაობენ. უკვე მიხვდნენ, რომ თუ საქართველოში უნდა იცხოვრონ, ენა უნდა იცოდნენ", – ამბობს რუზანა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ხშირად 1+4 უწოდებენ და ეთნიკური უმცირესობებისთვის არის საქართველოდან სომხეთში... და უკანგანკუთვნილი, საქართველოს უნივერსიტეტებში 2010 წლიდნ ფუნქცინირებს. პროგრამაში მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით შეიძლება.

მსურველები, ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე აბარებენ. სათანადო ქულების მიღებისა და ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. მომდევნო ოთხი წელი კი სწავლას ბაკალავრიატის საფეხურზე, სასურველ ფაკულტეტზე განაგრძობს.

პროგრამის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მერვე წელია მიღებას აცხადებს. 2010 წელს სასწავლებელმა 13 არაქართულენოვანი სტუდენტი მიიღო, შვიდი წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზარდა.



სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, არაქართულენოვანი მოსწავლეების საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია.

ცვლილებების თაობა


საქართველოდან სომხეთში... და უკანსამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში განათლებისადმი დამოკიდებულება წლების განმავლობაში შეიცვალა. დაახლოებით ათი წლის წინ საშუალო განათლების მიღების შემდეგ, გოგონების უმრავლესობა სწავლას წყვეტდა და ოჯახს ქმნიდა, მათი ნაწილი კი უმაღლეს განათლებას, ოჯახის ტრადიციების მიხედვით, სომხეთში ან რუსეთში იღებდა.

მერვე კლასის მოსწავლე ვერონიკა ტონაკანიანს ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ უნვერსიტეტში ისწავლის, თუმცა, იცის რომ სწავლას აუცილებლად საქართველოში აპირებს, - "მინდა რომ სწავლა საქართველოში გავაგრძელო. ვფიქრობ, უფრო თბილისში წავალ და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარებ. თუ ადამიანი საქართველოში ცხოვრობ, ქართული ენა აუცილებლად უნდა იცოდე".

პატარა პამაჯის სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ ახალი თაობა ქართულ ენას უფრო მონდომებით სწავლობს და შესწავლასაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებს, ვიდრე გასულ წლებში.

"მე აქ, გაკვეთილებზე დავდივარ და ვსწავლობ ქართულს. ჩემი შვილიშვილებისთვის კი შეკვეთას ვაძლევ, რომ ქართულ ენაზე სხვადსხვა წიგნები ჩამომიტანონ. ახლა საბავშვო ბაღში დადიან და მინდა, რომ მომავალში ახალციხეში ისწავლონ, ჩვენს სოფელთან ახლოს არის და მაგიტომ", – ამბობს რუსული ენის პედაგოგი 68 წლის სვეტლანა აბდოიანი.




"ვისწავლოთ ქართული"

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ენის შემსწავლელი სხვადასხვა პროგრამა ფუნქციონირებს.

პატარა პამაჯის სკოლის მასწავლებლებს ქართულ ენის გაკვეთილები, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, "სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის" ფარგლებში უტარდებათ. პროგრამა სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ახალციხესა და ნინოწმინდაში ხორციელდება.

გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესოებებით დასახლებული რეგიონების სოფლებში ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის, ასევე ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის". სამცხე–ჯავახეთში პროგრამა ახალქალაქს, ადიგენს, ბორჯომსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

ამავე ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლიდან, ხორციელდება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელიც აერთიანებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს - "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" . პროგრამების მიზანი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.



პატარა პამაჯის სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ უფროს ასაკში ქართული ენის სწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა პედაგოგებს მისი ცოდნა, არა მხოლოდ კომუნიკაციისა და ინტეგრაციისათვის, არამედ კომპეტენციის დადასტურებისათვისაც სჭირდებათ.

პედაგოგებს სჯერათ, რომ ასე ორ საქმეს აკეთებენ - განათლებას თვითონაც იღებენ და ენის შესწავლაში მოსწავლეებსაც ეხმარებიან, - "რასაც აქ ვსწავლობთ, შემდეგ იქ, ბავშვებთან მიგვაქვს".



[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის

შეხვედრა რესურსცენტრებთან პროგრამის 'ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის' ფარგლებში