FM97.5 / LIVE

რიფსიმეს ჰობი

მთავარისიახლე, ბლოგები 13.04.2019
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

რიფსიმეს ჰობი
თემამ მოიტანა და ქართული ენის კურსის მსმენელებს ვკითხე - თქვენი ჰობი რა არის-მეთქი. როგორც წესი, მოკლე და ზედაპირულ პასუხებს ველოდი, მაგრამ რიფსიმემ თქვა: მაკარონისგან სუვენირებს ვამზადებო. თუმცა მხოლოდ მაკარონისგან არა...

ერთხელაც გაკვეთილზე სახელდახელო გამოფენა მოვაწყეთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ჩემთვის იყო სიახლე. კლასელები რიფსიმეს პასუხს არც აცლიდნენ, თავად მიყვებოდნენ თითოეული ნივთის შექმნის ისტორიას.

თავიდან ხატავდა, ქარგავდა, ტანსაცმელს მძივებით და თვლებით აწყობდა. ყვავილების ხელოვნურ თაიგულსაც ისე გულმოდგინედ ამზადებდა, ნამდვილისგან ვერ გაარჩევდით. მავთულებისგან გაკეთებულ ხეებს სახელებიც აქვს; „ოცნების ხე“, „ბედის ხე“ და ა. შ.

რიფსიმეს ჰობი

კართან სქელი ტილოსაგან შეკერილი რაღაც საოცრება ჰკიდია, პატარა უჯრების მსგავსი სათავსოებით და შიგ ლაქწასმული ლობიოს, გოგრის, წაბლის, მზესუმზირის, სიმინდისა და სხვა მარცვლებია ჩამაგრებული. ავტორის განმარტებით, ეს ოჯახის ბარაქის მომტანი სუვენირია.

ამით არ ამოიწურება სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლის, 16 წლის რიფსიმე კარაპეტიანის ნამუშევრები. მისი ერთ-ერთი, ყველაზე უცნაური გატაცება მაკარონისგან ნივთების შექმნაა. იდეა წლების წინ, მაკარონის ჭამისას დაებადა, მოგვიანებით კარადიდან მთელი მარაგი გადმოიღო, სილიკონით ერთმანეთს შეაწება და სხვადასხვა ფორმა მისცა. ასე შექმნა ყვავილების ქოთნები, ვაზები და სხვა აქსესუარები.

„თავიდან დედას ვაჩვენე ჩემი ნივთები, დედას ძალიან მოეწონა და ამის შემდეგ ჩვენს სახლში მაკარონის მარაგი არასოდეს ილევა. სხვადასხვა ფორმის მაკარონი სხვადასხვა იდეას მკარნახობს, ზოგჯერ არც კი ვიცი რის გაკეთებას ვაპირებ, თავისთავდ მივდივარ რაღაც ფორმამდე. ბოლოს აღმოვაჩენ, რომ ძალიან ლამაზია ის, რაც გავაკეთე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - ამბობს რიფსიმე.

რიფსიმეს ლაპარაკი არ უყვარს. ზოგი რამ მის დიდ, მშვიდად მომზირალ მწვანე თვალებში იკითხება. არ თვლის, რომ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, არც არაფერი მეამაყებაო, - გულწრფელად მითხრა. თუმცა არ მალავს, რომ ფანტაზიის ხორცშესხმა დიდ სიამოვნებას ანიჭებს და შეუძლია ამას ძალიან დიდი დრო დაუთმოს. მის შესახებ მისი კლასელები უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე თვითონ. რიფსიმეს დიზაინერობა სურს, რომ მომავალში ჰობი პროფესიად აქციოს.
რიფსიმეს ჰობი

რიფსიმეს ჰობი

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცაულინა მალაზონია: ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ
ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]
პატარა ხელოვანი
ერთი სულის შებერვა
მოსწავლის დასჯა ‘პენალით’
უცხოობის სიამე