FM97.5 / LIVE

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ

მთავარიეკონომიკა 02.07.2013
რატომ ვერ იკანონებს ასპინძაში მცხოვრები ექვსი ოჯახი დაბა ასპინძაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ მდებარე იმ მიწის ნაკვეთს, რომელსაც 1990 წლიდან ამუშავებენ?

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ

თვითნებური დანაწილება

დაბა ასპინძაში, ადმინისტრაციული შენობის წინ, 10,976 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც კულტურის სახლის ასაშენებლად იყო განკუთვნილი, 90-იან წლებში მოსახლეობამ თვითნებურად დაინაწილა. ნაწილმა ტერიტორია სახნავ-სათესად აქცია, ნაწილმა კი ხეხილის ბაღი გააშენა.

მიწების ამგვარად, თვითნებურად დანაწილებას, ადგილობრივები დაბაში სახნავ-სათესი ფართობის სიმცირით ხსნიან. ამბობენ, რომ ორი ათეული წელია, არაერთხელ სცადეს მიწა, რომელსაც ამუშავებენ, საკუთრებაში ოფიციალურად გაეფორმებინათ, თუმცა, უშედეგოდ.

რისი იმედი ჰქონდათ მოქალაქეებს?

რამდენიმე დღეა, დაბაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ტერიტორიის გასხვისებას გეგმავს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, ვინც ამ ტერიტორიაზე მიწას ამუშავებს.

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ„17 წელია ამ მიწას ვამუშავებთ და ახლა იძახიან უნდა გასხვისდესო. ადგილობრივებს არ გვაქვს საკმარისი მიწა და სხვას როგორ უნდა გადასცენ?! ჩვენს მიწებს უბრძოლველად არ დავთმობთ“, - ამბობს მაყვალა ფირფირაშვილი.

ფრიფირაშვილის მსგავსად, მიწის დათმობას არ აპირებს ზაირა ზედგინიძეც.

მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17 მეასედს, ზედგინიძე 1990 წლიდან ამუშავებს. ამბობს, რომ მიწის ნაკვეთის ფაქტიური მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მიწის კანონიერი მფლობელი ამ დრომდე ვერ გახდა.

„რაიონში მიწები თავიდანვე არასწორად გადანაწილდა. ზოგმა ჰექტრობით მიიღო, ზოგს კი საერთოდ არ შეგვხვდა, ამიტომ იძულებულები გავხდით, სადაც ვნახეთ მიტოვებული მიწის ნაკვეთი, ის დაგვემუშავებინა, - ამბობს იგი და ამატებს, რომ როდესაც 1992 წელს მიწების ლეგალიზება დაიწყო, მაშინ ფიქრობდა, რომ ამ ნაკვეთს დაუკანონებდნენ, - მიწები ნაწილდებოდა, უნდა შეევსოთ მათთვის, ვისაც ნაკლები ჰქონდა. ვიფიქრე, რადგან 1990 წლიდან ვფლობდი, ამ მიწას მომაკუთვნებდნენ. წლების შემდეგ, როცა მივაკითხე მიწის გასაფორმებლად, აღმოჩნდა რომ ჩემს სახელზე არ იყო“.

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენზედგინიძემ, მიწის დაკანონებისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას 2007 წელსაც მიმართა. მისი თქმით, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ ტერიტორიაზე ასპინძის კულტურის სახლი უნდა აშენებულიყო და ამიტომ მიწის გასხვისება არ შეიძლებოდა.
„აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, გიგაშვილმა, გვითხრა კულტურის სახლი უნდა აშენდეს, ამ ტერიტორიას არავის დავუმტკიცებთ და ნახაზების გაკეთებაში ტყუილად ფულს დახარჯავთო“, - იხსენებს ზაირა ზედგინიძე.

მოსახლეობამ მიწის დაკანონებაზე უარი 2010 წელსაც მიიღო.

„აღიარების კომისიამ მითხრა, რადგან მიწის ნაკვეთში შენობა-ნაგებობა არ გაქვს განთავსებული და თან შენ სახლთან არ არის მომიჯნავედ, ვერ დაგიკანონებთო. მაინტერესებს თუ აღარაფერი უნდა აშენდეს, რატომ არ უნდა გადმოგვცენ საკუთრებაში?!“-კითხულობს ზედგინიძე.

იგეგმება თუ არა მიწის გასხვისება?

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ მოსახლობას მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია აქვს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით გეგმები არ აქვთ. რაც შეეხება კერძო პირებზე გასხვისებას, ამის უფლება არ აქვთ.

„მიწის გასხვისება არ იგეგმება და შესაბამისად, ამ ადამიანებსაც მიწის წართმევის საშიშროება არ ემუქრებათ. თუმცა საკუთრებაში მაინც ვერ გადავცემთ. მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი გასხვისების უფლება არ გვაქვს“,- განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მამუკა ხიზაძემ.

ტერიტორია, რომლის დაკანონებასაც ასპინძის მოსახლოების ნაწილი ითხოვს 10,976 კვ.მ ფართობს შეადგენს. მიწის ნაკვეთი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებისაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენშესაძლებელია თუ არა ადგილობრივებმა თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთები დაიკანონონ, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე პროექტის წამოწყების კონკრეტული გეგმა არ აქვთ. რაც შეეხება მოსახლოების მოთხოვნას, მათ შეუძლიათ სამინისტროს წერილობით მიმართონ და პასუხს აუცილებლად მიიღებენ.

„უნდა მოგვამრთონ ოფიციალურად. სამინისტრო განიხილავს ამ თემას. თუ არსებობს კანონიერი საფუძვლები, რომ ეს მიწა ვინმეს რაიმე ფორმით კანონიერ საკუთრებაში გადაეცეს, ბუნებრივია, წერილობით უპასუხებენ. თუ არ შეიძლება, მაშინ დასაბუთებულად აუხსნიან რატომ არ შეიძლება“,-გვიპასუხეს სამინისტროდან.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის საკითხს იკვლევს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ახალციხეში მიწის დაკანონებას ითხოვს
„ფარავან ჰესის“  მშენებლობის გამო დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში