FM97.5 / LIVE

ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2019
2020 წლის პირველ იანვრამდე მიწის რეგისტრაცია უფასოა. რა დოკუმენტაციის წარდგენა ევალება მიწის მფლობელს და რა ევალება საჯარო რეესტრს.

ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
ზინაიდა თედიაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა მიტარბში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელში მიწა აქვს, რომლის გაფორმებაც თავის სახელზე უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. მის მსგავსად, ბევრია, ვისაც სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები ოფიციალურად არ აქვთ დარეგისტრირებული.

„სოფელში გვაქვს მიწები, რომლებიც იყო მამამთილის სახელზე, მამათილი ამუშავებდა, თიბავდა. ის გარდაიცვალა, ახლა მინდა გადმოფორმება ჩემზე. ჰექტარი და 30 მეასედი მიწაა. შევარდნაძის დროინდელი რაღაც ქაღალდები გვაქვს, მაგრამ არ ვიცი კიდევ რა სჭირდება ჩემს სახელზე გადმოფორმებას“, – ამბობს ზინაიდა თედიაშვილი.

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს განეკუთვნება ის მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენება ხდება სასოფლო–სამეურნეო მიზნით. ასეთია საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ რეფორმის მიხედვით, თუ თქვენ ხართ მიწის მფლობელი, სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია თქვენთვის უფასოა.

პირადობისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა წარადგინოთ საჯარო რეესტრში და მოითხოვოთ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ყველა საჭირო საარქივო თუ სხვა დოკუმენტაციის მოძიებას საჯარო რეესტრი ახორციელებს.

კანონი 2018 წლის ივნისიდან მოქმედებს. მისი მოქმედების ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდეა.

ზინაიდა თედიაშვილს და მიწების რეგისტრაციის სხვა მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ახლომდებარე მუნიციპალურ ცენტრებში არსებულ იუსტიციის სახლებს.

სტატისტიკური მონაცემებით, რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.

[გულო კოხოძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
საჯარო რეესტრი მოქალაქეებს აფრთხილებს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
ახალციხის სოფლებში რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიტბორა [Photo/Video]
რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში
ახალციხეში არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყიდება [R]
მომდევნო 3 წელში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია იგეგმება - მთავრობა