FM97.5 / LIVE

თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის საკითხს იკვლევს

მთავარისამართალი 27.05.2013
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია ახალციხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საკუთრებაში არსებული მიწების საკითხს იკვლევს;

თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის საკითხს იკვლევს
წნისში, საყუნეთსა და მინაძეში მიწის ის ნაკვეთები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონისთვის იყენებდა, მოსახლეობას დაუბრუნდება. სწორედ აღნიშნულ საკითხს სწავლობს, მეშვიდე დღეა, თავდაცვის სამინისტროდან ჩამოსული ექვსკაციანი კომისია.

”რატომღაც, 2011 წელს, თავდაცვის სამინისტრო ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ხალხის მიწებს დაეპატრონა. მას შემდეგ, რაც გამგებლად დავინიშნე, წნისიდან, მინაძედან და საყუნეთიდან სამინისტროს მიერ მითვისებული მიწების შესახებ ჩემთან არაერთი განცხადება შემოვიდა”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ.

სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროდან ჩამოსული კომისია მეშვიდე დღეა, რაც აღნიშნულ საკითხში გარკვევას ცდილობს: ”ჯერ არ ვიცი რა როგორ იქნება, არის მოსაზრება, რომ მოსახლეობას კომპენსაცია დაურიგდება. თუმცა, ის რომ ხალხმა იმ მიწის დამუშავება უნდა შეძლოს, რომლებსაც წლების წინ ამუშავებდა, ცალსახად ნათელია”.

ბლიაძის განმარტებით, მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული მიწების გამოყენება სთხოვა, აქ ბევრი ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო: ”ეკონომიკის სამინისტრომ რეესტრის მონაცემებით გადახედა ამ ტერიტორიას, იქ საკუთრება არ ჩანდა, რადგან როდესაც ეს მიწის ნაკვეთები ხალხს გადაეცა მაშინ გადაცემა შესაბამისი პასპორტებით მოხდა. წლების წინ საკუთრების ასეთი ფორმა არსებობდა. შემდეგ რეგისტრაცია ვინც გაატარა, ის საჯარო რეესტრში ბუნებრივია გამოჩნდა”.

შეგახსენებთ, რომ სოფელ წნისში მცხოვრებლებმა ორფოლოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახნავ-სათესი მიწის დაბრუნება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც სასოფლო ვაუჩერები მიიღეს. ადგილობრივებმა გამგეობაში განცხადება შეიტანეს, გამგეობამ კი წერილი თავდაცვის სამინისტროში გააგზავნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორფოლოს პოლიგონის საკითხის შესწავლაში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო
თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად დროს ითხოვს
წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ
ორფოლოს პოლიგონის სადავო მიწა
ორფოლოში მომხდარზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული 'ბათინკების' შესყიდვის საეჭვო გზები
ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცი გარდაიცვალა