FM97.5 / LIVE

მერიის მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.06.2018
მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურასა და სპორტში არსებული პრობლემები, ქალაქში ხეების გადაბელვა, გზები და მიუსაფარი ძაღლები – ეს საკითხები წამოჭრეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ახალციხის მერთან შეხვედრაზე.

მერიის  მრჩეველთა საბჭოს პირველ  სხდომაზე  ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს

მერიაში მრჩეველთა ახალი საბჭო მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად თემი და ქალაქი გაერთიანდა. მანამდე ახალციხის თემსაც და ქალაქ ახალციხესაც დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭოები ჰყავდათ.

მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ახალციხის მერი თავმჯდომარეობს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და ახალციხის მცხოვრებლებისგან შედგება. მის მიზანს საზოგადოების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა პრობლემის ერთობლივად გადაჭრა წარმოადგენს.

შეხვედრას საბჭოს 27 წევრიდან მხოლოდ 15 ესწრებოდა. სხდომის დასაწყისში ქალაქის მერმა ზაზა მელიქიძემ, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც საბჭოს წევრებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

ქალაქში ხეების გადაბელვის საკითხი წამოჭრა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ბერიძემ: „მე გაოცებული ვარ ამ უაზრო ჭრებით რუსთაველის ქუჩაზე, შუა ზაფხულში როგორ შეიძლება, ბევრი კითხვები ჩნდება და პასუხი უნდა გაეცეს“.

„ეს ხეები, საფრთხის შემცველი იყო, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ტრანსპორტისა თუ სხვა კომუნიკაციებისთვის.ზოგს ტოტები ჰქონდა ხმელი და ყველაზე საშიში ხეები მოვჭერით. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩას, აქ ყველა ხე ხანდაზმული იყო. ჩამომტყდარ ტოტებს ხშირად ავტომანქანებიც დაუზიანებია“, – ასე უპასუხა შეკითხვას ქალაქის მერმა და დასძინა, რომ ქალაქში სულ 200–მდე ხე გადაიბელება, თუმცა მანამდე მერიამ მათი მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა.

ახალციხის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა საბჭოს წევრმა, ცირა მესხიშვილმა: „ქალაქში ბევრი პრობლემა დაგროვდა, სარწყავი და სასმელი წყალი, საგზაო ნიშნები. ამის გარდა სხვა საკითხებიცაა, კულტურული და სპორტული დაწესებულებების სიმცირე, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილების არარსებობა, თუნდაც ის, რომ ქალაქის მოსახლეობა ვერ ერთვება კულტურულ ღონისძიებებში, მაგალითად „ახალციხელობის“ დღესასწაულში. მერს ამ საკითხებზე ვესაუბრე და ერთად ვიფიქრებთ, მათი მოგვარების გზებზე“.

ახალციხის მერის თქმით, თვითმმართველობა უკვე მუშაობს იმაზე, რომ მერიას გადმოეცეს რამდენიმე შენობა, რომელსაც შემდეგ კულტურულ და სპორტულ დაწესებულებად აქცევს: „ჩვენი მიზანი მხოლოდ ინფარსტრუქუტურული პროექტები არ არის, კულტურაც პრიორიტეტია და შევეცდებით, ბევრად მეტი ადგილი იყოს ახალგაზრდების გართობისთვის თუ სხვა აქტივობებისთვის“.

საბჭოს წევრებმა ქალაქის მერს ურჩიეს ახალციხეში მდებარე შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლებს წარწერები გაუკეთდეს, ერთ–ერთმა საბჭოს წევრმა ომარ ჯაყელმა კი ზაზა მელიქიძეს ქალაქში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაც შესთავაზა.

„გიორგი ბრწყინვალემ ჩვენი მხრისათვის ბევრი გააკეთა და მგონი ამას იმსახურებს“,– აღნიშნა ომარ ჯაყელმა.

ახალციხის მერიაში მრჩველეთა საბჭოს სხდომა სამ თვეში ერთხელ გაიმართება.

მერიის  მრჩეველთა საბჭოს პირველ  სხდომაზე  ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა გაიმართა
ახალციხის მერის ‘მრჩეველთა საბჭოს’ თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს
NDI-მ მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ხელმოწერა, ბეჭედი  და ... – ახალციხის მერიაში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა [ბლოგი]
ახალციხის მერი: ‘ქალაქში შენობებია, რომლებზეც ხეები ამოვიდა უპატონობით’
ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა