FM97.5 / LIVE

ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

მთავარიპოლიტიკა 30.04.2015
ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია, ფასადების შეღებვა, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და ქუჩებზე პარკირების ადგილების გამოყოფა, – ამ და სხვა საკითხებზე ქალაქის ახალციხის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

ახალციხის მერიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეხვედრა დღეს, 30 აპრილს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ საუბარი გასულ წელს, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაიწყო. შემდეგ კი ის პროექტები ჩამოთვალა, რაც მიმდინარე წელს იგეგმება.

მერის თქმით, წელს ქალაქში დაახლოებით 16 ქუჩის მოწესრიგება იგეგმება. ახალციხის სამ უბანში: საბარგო სადგურისა და აბის დასახლებებში და ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება. ამ პრობლემის მოგვარებას ქალაქის მერია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით გეგმავს.

გარდა ამისა, იგეგმება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე თანამედროვე სტანტდარტის გარე განათების ბოძების დამონტაჟება, რაც ელექტროენერგიას დაზოგავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერს რეკომენდაციით მიმართეს, რომ აღნიშნული სისტემა ახალციხის ციხეზეც დაამონტაჟონ, რადგან ამით კომუნალური ხარჯი შემცირდება.

ქალაქი მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში 80 სკამი, ნაგვის 60–მდეპატარა და 40–მდე დიდი ურნა დაიდგმება. ასევე, ახალციხის ცენტრალური პარკის მსგავსად, უფასო wi-fi-ით სარგებლობა ახალციხის ციხის ტერიტორიაზეც იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება.

„ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების სამინისტროდან ორი მილიონ 430 ათასი ლარით ფინანსდება, საკუთარი ბიუჯეტიდან კი დაახლოებით მილიონამდე ლარს დავხარჯავთ. ასევე, სახელმწიფო ხარჯავს საკმაოდ დიდ თანხებს წყლის სისტემაზე და 2016 წელს ქალაქში უნდა დასრულდეს წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

შეხვედრაზე ქალაქში პარკირების პრობლემაზეც ისაუბრეს. ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ აღნიშნა, რომ ამ სისტემას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, თუმცა მერია იზრუნებს, რომ ახალციხეში ამ კუთხით არსებული პრობლემა მოგვარდეს.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კითხვები დაუსვეს და რეკომენდაციები შესთავაზეს.

„მაინტერესებდა რამდენად იქნება ქალაქის ქუჩები ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ეტლით მოსარგებლისთვის ქალაქში გადაადგილება ძალიან დიდი პრობლემაა, სკვერში გაკეთდა ორი პანდუსი, სკვერში ადიხარ და მერე ტროტუარზე ვეღარ გადადიხარ. ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ თავმჯდომარე გელა ბარძიმაძე.

„ვფიქრობ, რომ რაც მეტი კონტაქტი გვექნება მოქალაქეებთან, მითუმეტეს არასამთავრობო სექტორთან, მით უკეთესად მოგვარდება პრობლემები“, –აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კოპაძემ.

ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 16 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
‘პიონერი’ პროექტი და ააიპ–ები ხალხის დასასაქმებლად – ახალციხის მერის ანგარიში მოსახლეობას
გუბერნატორმა და მერმა ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს
ძირგავარდნილი ურნების თემას ქალაქის მერი ეხმაურება
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი: 'ბიუჯეტი სოფელში და ქალაქში თანაბრად უნდა დაიხარჯოს’
'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო
არასამთავრობოების რეკომენდაციები ახალციხის მერს