FM97.5 / LIVE

ხელმოწერა, ბეჭედი და ... – ახალციხის მერიაში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა [ბლოგი]

მთავარისაზოგადოება 10.04.2015
თორნიკე, მანჩო, ნატო, თიკო, ნანუკა, მარიამი, ალეკო, შოთა, ნათელა, ელისაბედი - ჩვენ უკვე ახალციხის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრები ვართ.

ხელმოწერა, ბეჭედი  და ... – ახალციხის მერიაში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა [ბლოგი]

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54–ე მუხლის პირველი პუნქტის ე.ე და ე.ვ. ქვეპუნქტების თანახმად, შეიქმნას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო „ახალგაზრდული საბჭო“, შემდეგი შემადგენლობით.... – წერია ახალციხის მერიის 2015 წლის 25 მარტის N188 ბრძანებაში.

ხელმოწერა, ბეჭედი  და ... – ახალციხის მერიაში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა [ბლოგი] ბრძანებასა და ამავე დოკუმენტს დართულ დებულებას ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მეორე შეხვედრისას, 2015 წლის 2 აპრილს, ხელი საზეიმოდ მოაწერა.

ხელმოწერამდე იყო ერთსაათიანი მსჯელობა ქალაქის მნიშვნელოვანი პრობლემის, მიუსაფარი ძაღლების საკითხზე. ამ თემაზე მუშაობა ახალგზრდებმა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ახალციხის მერთან პირველი შეხვედრა გავმართეთ და ქალაქის პრობლემებზე ვიმსჯელეთ.

სამუშაო ბევრი იყო, მზადებაც ნაადრევად დავიწყეთ. თავდაპირველად ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეობლოგი მოვამზადეთ. ბლოგში ნაჩვენებია, რა ხდება ამ კუთხით ახალციხეში და რაში ხედავენ ადგილობრივები გამოსავალს.

ვიდეობლოგი – რა ხდება ქალაქში



ამის შემდეგ უკვე იმაზე დავიწყეთ მუშაობა, რა ხდება საქართველოს ქალაქებში. აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა საქართველოს ყველა დიდ ქალაქს აწუხებს, მოგვარებული კი, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ რამდენიმე ქალაქს აქვს.

ხელმოწერა, ბეჭედი  და ... – ახალციხის მერიაში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა [ბლოგი]პრეზენტაციის შემდეგ მოულოდნელად ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი მზად აქვს და ახალგაზრული საბჭოს შესახებ ბრძნებასა და დებულებას ხელი მოაწერა.

ახალციხე პირველი ქალაქია, სადაც ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა. გვეამაყება, რომ ჩვენ ამ საბჭოს პირველი მერცხლები ვართ. ეს დიდი პატივია და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაც, როგორ გააგრძელებს ეს საბჭო მომავალში მუშაობას, სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიმუშავებთ ჩვენ, ახალციხის მერის პირველი სათათბირო ორგანო.

ხელმოწერა, ბეჭედი  და ... – ახალციხის მერიაში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა [ბლოგი] „დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა - ახალციხის მერმა, ბატონმა გიორგი კოპაძემ თავისი სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო დააფუძნა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნახევარი წლის შრომა დაფასდა; ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობის რეფორმა ძალაში შედის; ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდების ხმას უსმენს გადაწყვეტილების მიმღები პირი; ეს ნიშნავს, რომ მერის და მოსახლეობის ურთიერთობის ინსტიტუციონალიზება შესაძლებელია ყოველგვარი "ჩემიანი" - "სხვისიანის" პარადიგმის გარეშე; ეს ნიშნავს, რომ მართლა უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმის მიუხედავად, რამდენად თვალსაჩინოა ეს პროცესი“, – საბჭოს დაფუძნება ასე პროექტის „ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ხელმძღვანელმა, ია ანთაძემ შეაფასა.

ვიდეობლოგი მერთან შეხვედრისა და საბჭოს დაფუძნების შესახებ



და ბოლოს, ტრადიციული, ე.წ. სელფის გარეშე, არც ეს შეხვედრა დასრულებულა.

ხელმოწერა, ბეჭედი  და ... – ახალციხის მერიაში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა [ბლოგი]

[ბლოგის ავტორები:
საბჭოს წევრები – ელისაბედ მოდებაძე, ალექსანდრე ბერიძე]

ბლოგი მომზადებულია პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქალაქის მერთან [ბლოგი]
ახალციხის ახალგაზრდული საბჭო სტარტს იღებს [ბლოგი]
"ჩვენ ახალგაზრდული საბჭოს საინიციატივო ჯგუფის წევრები ვართ" [ბლოგი]
„ახალგაზრდულმა საბჭოებმა“ შედეგები შეაჯამეს
ახალციხელი ახალგაზრდები მერის სათათბირო ორგანოს შექმნიან
ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა გაიმართა
ყველაფერი ხომ ახლა იწყება... [ბლოგი]