FM97.5 / LIVE

არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.04.2016
ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში, მასწავლებლებისთვის ქართული ენის კურსები ტარდება.

არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
განათლებისა მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ქართული ენის კურსის მიმდინარეობას გაეცვნენ.

ქართული ენის კურსი, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, კურსის პირველი ეტაპი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად კურსში, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლების 738 პედაგოგია ჩართული. მათგან A1 დონეს 290 მასწავლებელი, ხოლო A2 დონეს 448 პედაგოგი გადის.

„ქართული ენის კურსი ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლების არაქართულენოვან მასწავლებლებს წელს პირველად შევთავაზეთ. პირველ ეტაპზე განისაზღვრა ქართული ენის ცოდნის დონე, ამის შემდეგ კი კურსის გავლის მსურველი მასწავლებლები განაწილდნენ A1 და A2 დონეებზე“, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, კურსის განხორციელების მიზანია არაქართულენოვანი მასწავლებლების ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა: „გარდა ამისა, კურსი ხელს შეუწყობს არაქართულენოვანი მასწავლებლების ჩართულობის გაზრდას და გააქტიურებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
პროფესიული უნარების ტრენინგები არაქართლენოვანი სკოლების  მასწავლებლებისთვის
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო