FM97.5 / LIVE

შეხვედრა რესურსცენტრებთან პროგრამის 'ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის' ფარგლებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.08.2015
პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრა რესურსცენტრებთან პროგრამის 'ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის' ფარგლებში

შეხვედრის ფარგლებში დეტალური ინფორმაციის განხილვა და შეჯერება მოხდა თითეულ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების რაოდენობისა და მათი საათობრივი დატვირთვის, ასევე საგნისთვის განკუთვნილი თავისუფალი საათების დაანგარიშების პრინციპის შესახებ.

ცენტრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლებისა და დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამაში ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლების ჩართვის შესახებ, რომლებმაც უნივერსიტეტების ბაზაზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „1+4“ გაიარეს და წელს პირველად პროგრამის დამხმარე მასწავლებლების შესარჩევ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
პროგრამა 'ასწავლე საქართველოსთვის' კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის