FM97.5 / LIVE

ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს

მთავარისიახლე, განათლება 29.10.2019
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, რომლებიც სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში ქართულს სწავლობდნენ, ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს. ჟვანიას ადმინისტრირების სკოლამ ორმოც მონაწილეს სერთიფიკატი გადასცა.

ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს

ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ელიტა აივაზიანს, ჟვანიას სკოლის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა გადასცეს. ელიტა სოფელ წყალთბილიდანაა. კურსებზე სამი თვის განმავლობაში დადიოდა. ქართული უკვე A2 დონეზე იცის.

„ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა, ვინც საქართველიში ცხოვრობს, ქართული ენა უნდა იცოდეს. სკოლაში რაც ვისწავლე, სტუდენტობაში დამავიწყდა. გავიგე, რომ კარგი მასწავლებელი მოვიდა სოფელში და მივედი. სიამოვნებით დავდიოდი გაკვეთილებზე. საქართველოში ვცხოვრობ და საჭიროა ენის ცოდნა“, - ამბობს ელიტა.

ჟვანიას ადმინისტრირების სკოლის საგანამანთლებლო პროგრამაში სხვადასხვა პროფესიული და ასაკობრივი ჯგუფის წევრები სწავლობდნენ. მათმა ნაწილმა A1, ნაწილმა კი A2 დონის სერთიფიკატი მიიღო. სოფელ წყრუთში მცხოვრები ოგანეს ადამიანი ამბობს, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე ქართულის ცოდნა ძალიან ხშირად სჭირდებოდა.

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე ვთვლი, რომ აუცილებელია ქართულის სწავლა და ძალიან კმაყოფოლი ვარ. ენის ცოდნის უმცირესობისთვის დამატებითი შანსია, რომ კარგად ინტეგრირდე საქართველოში. დიდი სიამოვნებით დავდიოდი და კიდევ ვივლი, როცა კურსები იქნება“.

პროგრამაში ჩართული იყვნენ ასპინძის სოფელ დამალას სკოლის პედაგოგებიც. ქართულის შემსწავლელი კურსები თავად სკოლის დირექტორმაც გაიარა: „მადლობა, რომ დღეს ვგრძნობთ თავს სახელმწიფოს სრულფასოვან წევრად. მოხდება ჩვენი ადაპტაცია და ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში. შევძლებთ ჩვენი უნარების, პოტენციალისა და შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზებას“, - ამბობს სკოლის დირექტორი ნელი დუდუხჩიანი.

ჟვანიას ადმინისტრირების სკოლა ქართული ენის შემსწავლელ კურსებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა სოფელში. პროგრამაში ჩართვის მსურველები პრე-ტესტს გადიან, რომლის მიხედვითაც, მათი დონე მოწმდება.

„ჩვენ მივეცით შესაძლებლობა და შევუქმენით პირობა, რომ მათ სრულფასოვნად გაევლოთ ქართული ენა იმ კონკრეტულ დონეზე, რა სასტარტო მონაცემებიც ჰქონდათ. ჯგუფს იმის მიხედვით ვაკომპლექტებთ, რა შედეგიც აქვს მონაწილეს პრე-ტესტში. ნულიდან იწყებს სწავლას, თუ აქვს გარკვეული ცოდნა და კომპეტენცია. ასევე ჩვენ ვთავაზობთ სახელმწოიფო ენის პროგრამას 20 პროფესიული მიმართულებით“, - ამბობს ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის დირექოტრი ქეთევან ჯაყელი.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას, 2014 წლიდან ახორციელებს. ჯამში, ამ პროგრამის ფარგლებში, 12 413 ბენეფიციარია გადამზადებული.

ამავე თემაზე:

ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს

ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში