FM97.5 / LIVE

თამბაქოს კანონი და კვების ობიექტები – რამდენი პირი დაჯარიმდა რეგიონში

მთავარისიახლე, სამართალი 30.05.2018
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვე გავიდა. ახალციხეში კვების ობიექტების ნაწილში ამბობენ, რომ შენობაში მოწევის აკრძალვის გამო კლიენტები დაკარგეს და ხშირად მათთან ამის გამო კონფლიქტიც უხდებათ.

თამბაქოს კანონი და კვების ობიექტები  – რამდენი პირი დაჯარიმდა რეგიონში

ახალციხეში თითქმის ყველა კვების ობიექტში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნებია გაკრული, მაგიდებზე აღარ დევს საფერფლეები, ასევე, შენობებში აღარაა კვამლი. თუმცა, კაფეებსა და რესტორნებში ამბობენ, რომ კანონის ამოქმედება უმტკივნეულოდ არ მომხდარა და გარკვეული პრობლემები კლიენტებთან უკვე შეექმნათ.

„ახალგაზრდებს შენობაში უნდოდათ მოწევა, ამის გამო ვითარება დაიძაბა. შევძელი და გარეთ გავიყვანე. ვეცადე სიტუაცია განმემუხტა“, – ამბობს კაფე–ბარ „საღიღინოს“ მენეჯერი დავით ბირჩაძე.

შენობაში თამბაქოს მოწევისას შენიშვნაზე კლიენტები რომ ყოველთვის არ რეაგირებენ, ამაზე კაფე „ფონტანას“ მფლობელი მარგალიტა თათეშვილიც საუბრობს: „შენიშვნის დროს ცოტას ჭირვეულობენ, არ უნდათ გარეთ გასვლა“.

თათეშვილი ამბობს, რომ ახალი კანონის გამო ბევრი კლიენტი დაკარგა. მას მიაჩნია, რომ შენობებში მწეველებისთვის ცალკე ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი.

რესტორან „ივერიაში“ კლიენტებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მომსახურე პერსონალიც აქტიურად აკონტროლებს: „რომელი თანამშრომელიც შეკვეთას ღებულობს, ის აფრთხილებს მათ, რომ შენობაში არ უნდა მოწიონ. ისინი ასე თავიდანვე ცდილობენ ვითარების დარეგულირებას, რომ მერე რესტორანში პრობლემები არ შეიქმნას“, – ამბობს რესტორან „ივერიის“ მესაკუთრე თამუნა მაზმიშვილი.

თამბაქოს კანონი და კვების ობიექტები  – რამდენი პირი დაჯარიმდა რეგიონშიახალციხეში მოქმედ საშაურმეებში, როგორც მათი მფლობელები ამბობენ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე მომხმარებლებთან კონფლიქტი არ მოსვლიათ: „ადრე ეწეოდნენ ჩვენთან, მაგრამ თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები პირველივე დღეს გამოვაკარით და მას შემდეგ მოწევა აღარავის უცდია. ჩვენთან ყველა ასაკის ადამიანი შემოდის და კარგია, რომ ეს კანონი მიიღეს, შენობაში კვამლი აღარაა და ხალხიც თავისუფლად სუნთქავს“, – ამბობს ზურა ყულჯანიშვილი, რომელიც შაურმას ამზადებს.

გახსნის დღიდან აკრძალული იყო მოწევა საშაურმეში „კაი პონტი“. როგორც მისი მესაკუთრე თამარ ქურდაძე ამბობს, მათ თავიდანვე ბევრი მომხმარებელი ჰყავდათ: „მიზეზი ის იყო, რომ კლინეტებს სუფთა გარემოში შეეძლოთ ყოფნა, რადგან შენობაში კვამლის სუნი არ იდგა“.

რესტორან „ვარძიაში“, „ალავერდში“, „რომანტიკაში“, „იმერეთსა“ და „რაბათში“ ამბობენ, რომ ახალი კანონის ამოქმედებას კლიენტების რაოდენობაზე არ უმოქმედია. თუმცა, „ალავერდსა“ და „იმერეთში“ ფიქრობენ, რომ სამომავლოდ მწეველებისთვის ცალკე სივრცეები უნდა გაკეთდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამცხე–ჯავახეთში კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში 13 პირი დააჯარიმეს, თუმცა, აქედან კვების ობიექტში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. ჯარიმა ფიზიკური პირზე 100, ხოლო ორგანიზაციებისთვის 500 ლარია. ფაქტის დარღვევის შემთხვევაში მოსახლეობა შესაბამის ადმინისტრაციას, ან 112–ს უნდა დაუკავშირდეს.

[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამბაქოს კანონის მესამე დღე – დაიწერა თუ არა ჯარიმა სამცხე–ჯავახეთში
შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა
სად ვერ მოწევთ სიგარეტს პირველი მაისიდან
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება
თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება
რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ სიგარეტს იქ მოწევთ, სადაც აკრძალულია