FM97.5 / LIVE

სად ვერ მოწევთ სიგარეტს პირველი მაისიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.04.2018
საპატიმრო დაწესებულებებისა და საცხოვრებელი სახლების გარდა, სხვა, ნებისმიერი დანიშნულების შენობაში მოწევა იკრძალება. ცვლილება მწეველებსა და არამწეველებში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს.

სად ვერ მოწევთ სიგარეტს პირველი მაისიდან

ლალი ბერიძე ახალციხეში ცხოვრობს. ამბობს, რომ კაფეში, რესტორანში, ან, სხვა, საჯარო თავშეყრის ადგილას წასვლა ყოველთვის მცირე დისკომფორტს უქმნის. ამიტომ, მოწევის აკრძალვა რიგ ადგილებში, რაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ახალმა კანონმა დაარეგულირა, კარგი გადაწყვეტილებაა: „აქამდე სადაც შევდიოდი, ყოველთვის სიგარეტის სუნი იყო და ვერ ვჯდებოდი. გარდა იმისა, რომ სუნი აგდის და არ მოგწონს, სუნთქავ ამ კვამლს და ორგანიზმი გიავადდება“.

ირაკლი ნადირაძე წლებია ეწევა. იგი ფიქრობს, რომ მისი უფლებები შეიზღუდა: „მინდა, რომ ნებისმიერ შენობაში დავჯდე კომფორტულად და მოვწიო. რატომ უნდა ვიარო ყოველწუთს გარეთ ამისთვის?! ეს ჩვენთვის ძალიან მოუხერხებელი იქნება. უნდა აკრძალულიყო გარკვეულ დაწესებულებებში და არა ყველგან“.

პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევთ:

► ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.
► საზოგადოებრივ ტრანსპორტში [გარდა ტაქსისა და კატერისა];
► საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
► სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
► ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.


ახალციხის სხვადასხვა ბარ–რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ ამ ცვლილებამ შესაძლოა კლიენტების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ, მათი რაოდენობის შემცირებას არ ელიან.

„მქონია ბევრი შემთხვევა, უკან გაბრუნებულან კლიენტები, იმიტომ, რომ მწეველი ადამიანები დახვედრიათ რესტორანში. ამიტომ, არ მგონია, რომ კლიენტებს დავკარგავ. ბე ვრად ჯანსაღი სიტუაცია იქნება“, – ამბობს რესტორან „რაბათის“ ხელმძღავანელი ეკა ბახტურიძე.

სასტუმრო „ლომსიას“ ბარ–რესტორანში, სადაც მწველებისა და არამწეველებისთვის ცალ–ცალკე ადგილებია გამოყოფილი, გვეუბნებიან, რომ ხშირად უცხოელ სტუმრებს, უკმაყოფილება გამოუთქვამთ.

„მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ეწევიან, მაინც არ მოსწონთ შენობაში სიგარეტის კვამლი. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა უფრო კარგი იქნება მოწევას თუ ავკრძალავთ“, – ამბობს სასტუმრო „ლომსიას“ რესტორნის მენეჯერი მედეა კოპაძე.

გახსნის დღიდანვე აკრძალულია მოწევა ახალციხის ნამცხვრის სახლში, სადაც, განსაკუთრებით შუადღეს, ხალხმრავლობაა. კომპანიის ხელმძღვანელი ლალი სამსონიძე ამბობს, რომ ამგვარი მკაცრი მიდგომა ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად მიიღო და არ ფიქრობს, რომ ამის გამო ნაკლები ადამიანი დადის: „ღია გაყიდვები გვაქვს, პროდუქცია ზემოდან აწყვია და არ არის სასიამოვნო, როდესაც სიგარეტის კვამლი ყველაფერს ედება. გარდა ამისა, ბევრი ბავშვი მოდის და არ მინდა, კედლები სიგარეტის სუნით იყოს გაჟღენთილი“.

სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

► ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;
► თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
► პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;
► წინასწარი დაკავების იზოლატორში;
► კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;
► სამორინეში;
► აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
► სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.
► 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა.
► 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში.


იქ სადაც მოწევა აიკრძალება, სიგარეტს ვინმე მაინც თუ მოწევს, მეპატრონემ სამართალდამცველებს უნდა აცნობოს. წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.ფიზიკური პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 100 ლარია.

ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო. აკრძალვა ამავე წლის ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცასაზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო, მისი ძალაში შესვლა ერთი წლით გადაიდო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ სიგარეტს იქ მოწევთ, სადაც აკრძალულია
საჯარო დაწესებულებებში მოწევა აიკრძალება
სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება
შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა
გამოკითხვა: რას ფიქრობთ მოწევის აკრძალვაზე? [Video]
თამბაქოს კანონის მესამე დღე – დაიწერა თუ არა ჯარიმა სამცხე–ჯავახეთში