FM97.5 / LIVE

‘ოცეულო სდექ’– როგორ ართობს სახლში ‘გამოკეტილ’ შვილებს ახალციხელი ჯარისკაცი [ვიდეო]

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
ლაშქრავენ „სიმაღლეებს“, უტევენ „მტერს“, თავისუფალ დროს კი ცეკვავენ და მღერიან. კორონავირუსის გამო სახლში მყოფ შვიდი წლის მანუჩარს და ცხრა წლის მარიამს, ჯარისკაცი მამა დროის სასიამოვნოდ გატარებაში ეხმარება.

‘ოცეულო სდექ’– როგორ ართობს სახლში ‘გამოკეტილ’ შვილებს ახალციხელი ჯარისკაცი [ვიდეო]

მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია გავრცელდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოსახლეობა ძირითად დროს სახლში ატარებს. სწავლა გადაიდო, ონალინ გაკვეთილების მიუხედავად ბავშვები სახლში არიან და ბევრი თავისუფალი დროც რჩებათ.

უჩა მაჩაიძე თავდაცვის ძალების თანამშრომელია. მას შემდეგ, რაც ჯარი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, ორი კვირით სახლში ყოფნა უწევს.
რამდენიმე დღის წინ კი უჩამ ფეისბუკის გვერდზე ვიდეოები გამოაქვეყნა - მამა კაპიტნის როლს თამაშობს, შვილები რიგითები არიან, უფროსისგან მიღებულ დავალებას პირნათლად ასრულებენ და დამალული ნაღმებიც მოძებნეს.



„რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ხალხი დაზაფრულია და დეპრესიაშიც არიან. მინდოდა, რომ ჩემი ფესიბუკ მეგობრებისთვის პოზიტივი მეჩვენებინა და დავდე ჩვენი გართობის ვიდეოები. ძალიან ბევრი დადებითი შეფასება და კომენტარი მოჰყვა. ჩვენ სულ ასე ვერთობით ხოლმე. ჯარის ფორმებს ვაცმევ ბავშვებს და ვთამაშობთ“.

პატარა მანუჩარი შვიდი წლისაა, მამის სამსახური უზომოდ უყვარს და საკუთარი ჯარის ფორმაც აქვს. „კაპიტნის“ დავალებებს სიხარულით და მონდომებით ასრულებს.

„მე და მანუჩარი რომ დავიწყებთ თამაშს, მარიამს სხვა გზა არ აქვს ხოლმე, მარტო რომ არ დარჩეს ისიც თამაშობს და ძალიან ვხალისობთ“, - გვიყვება უჩა.

მანუჩარი ყველა მშობელს ურჩევს, რომ ზოგადად და განსაკუთრებით კი ასეთ პერიოდებში მეტი დრო დაუთმონ საკუთარ შვილებს და ყველასთვის სახალისო თამაშები მოიგონონ.

„მშობლებს ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს გაართონ, მთლად ნუ ჩაკეტავენ, იმიტომ რომ აუცილებელია გარეთ გაყვანაც. დილთ, გარეთ სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგია, თუკი ამის საშუალება არის. ჩვენ ახლა სავადმყოფოს ფერდი გვაქვს ფიჭვნარი და იქ გაგვყავს ხოლმე ბავშვები. ამ პერიოდში როცა ბევრი რამაა შეზღუდული, გადაადგლებებიც, ათასნაირ თამაშებს ვიგონებთ. ამას ვურჩევ სხვებსაც“, - ამბობს უჩა.

საქართველოში 24 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 67 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ცხრა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დაინფიცირებულთა შორის ხუთი, 14 წლამდე ბავშვია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ ავარიდოთ ბავშვებს სტრესი და დაძაბულობა სახლში ყოფნის დროს - რას გვირჩევენ სპეციალისტები
‘წარმოვიდგენ, რომ ჩემს წინ ბავშვები დგანან და მათ ვუყვები’- დისტანციური სწავლება  ბაღებში
შემოიტყუე მსოფლიო სახლში
ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა ცხრა მარტიდან შეწყდება
რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით