FM97.5 / LIVE

'ევროპის სპორტის კვირეულის' ფარგლებში ახალციხეში ღონისძიება გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.09.2018
"ევროპის სპორტის კვირეულის" ფარგლებში, ახალციხეში სპორტული შეჯიბრებები შაშსა და რუბიკის კუბიკის სწრაფად აწყობაში გაიმართა.

'ევროპის სპორტის კვირეულის' ფარგლებში ახალციხეში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება დღეს, 25 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო.

სპორტულ ღონისძიებებში, ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქის სკოლებიდან, 110 მოსწავლე შეეჯიბრა.

შაშში ტურნირი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა, ხოლო რუბიკის კუბის სწრაფად აწყობაში სამი ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა.

"ხეოთის საჯარო სკოლისდან რვა ბავშვი ვართ ჩამოსულები. ერთ-ერთმა ჩვენმა სკოლელმა ათ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო", – ამბობს ქრისტინე მათოშვილი.

10–დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შაშის ჩენპიონატზე პირველი ადგილი ლუკა ნათენაძემ, მეორე გიორგი გლუნჩაძემ, მესამე კი თამთა პაქსაშვილმა დაიკავეს.

რაც შეეხება 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, აქ პირველი ადგილი გიორგი გვარამაძემ მოიპოვა, მეორე ადგილი რატი წიკლაურმა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი იოანე მაზმიშვილი გახდა.

"მეორე ადგილი დავიკავე. ერთი წელია რაც ვთამაშობ. მინდოდა პირველი ადგილის დაკავება და ცოტა დამაკლდა", – ამბობს ტურნირის მონაწილე რატი წიკლაური.

რუბიკის კუბის აწყობაში, ათ წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, პირველი ადგილი ბესიკ ჩალათაშვილმა, მეორე ქეთევან მაჩიტიძემ, მესამე კი ნიკოლოზ შერაზადაშვილმა დაიკავეს.

რაც შეეხება 10-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, პირველი ადგილი ნიკა გელაშვილმა, მეორე გიორგი ინასარიძემ, ხოლო მესამე ადგილი კარაპეტ სანველიანს ხვდა წილად.

"სამი თვეა, რაც რუბიკის კუბის აწყობა ვისწავლე. ძალიან ბევრი კუბიკი მაქვს სხვადასხვა ფორმის და ვცდილობ ყველას აწყობას, თან ვსწავლობ", – ამბობს მესამე ადგილოსანი ნიკოლოზ შერაზადაშვილი.

16 წლის წემოთ ასაკობრივ ჯგუფში მანაწილეობა მხოლოდ აზად ფარმანიანმა მიიღო.

სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოეს და სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცეს.

პირველი ადგილის მფლობელებს საათი, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს მეხსირების ბარათები, მესამე ადგილზე გასულებს კი სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, 26 სექტემბერს სპორტული ღონისძიება "მხიარულ სტარტებში" გაიმართება, სადაც მონაწილეობას 16 წლამდე მოზარდები მიიღებენ.

'ევროპის სპორტის კვირეულის' ფარგლებში ახალციხეში ღონისძიება გაიმართა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ გაიმარჯვა ‘ახალციხის ციხეზე’  გამართულ სპორტულ ღონისძიებებში
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებების ნაწილი დასრულდა
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
„13 LEGION”-მა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
ახალციხელი ახალგაზრდების წარმატება ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე
ახალციხის მერია წარმატებული ახალგაზრდების წახალისებას იწყებს
ახალციხის ტბაზე  სპორტული შეჯიბრებები მოეწყო