FM97.5 / LIVE

ახალციხის გერბსა და დროშაზე საბოლოო დეტალები თანხმდება

მთავარიპოლიტიკა 21.02.2016
ჰერალდიკის კომისიამ ქალაქ ახალციხის გერბი და დროშა სამი თვის წინ დაამტკიცა, თუმცა საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

ახალციხის გერბსა და დროშაზე საბოლოო დეტალები თანხმდება
ახალციხის სიმბოლიკებს ქალაქის მერიასა და საკრებულოში ჯერ ვერ იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ გერბი და დროშა 18 ნოემბერს დაამტკიცა, ავტორი ნანა ნათენაძე, ჰერალდიკის საბჭოსთან საბოლოო დეტალებს ჯერ კიდევ ათანხმებს.

„შესწორებული ვერსია გადაგზავნილი მაქვს, ალბათ მომავალ კვირაში პასუხსაც მივიღებთ“, – ამბობს სიმბოლოების ავტორი ნანა ნათენაძე.

მისი თქმით, იდეა უკვე დამტკიცებულია და მნიშვნელოვანი აღარფერი შეიცვლება: „ლომი, ციხე და უკან ჯვარი იგივე რჩება. უბრალოდ, ლომს რომ ერთი ვერსიის მიხედვით გასაღები ხელში უჭირავს, შესწორებული ვერსიით ეს გასაღები გვერდზე იქნება“.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ახალციხის ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძეც ამბობს, რომ ამ დროისთვის საბოლოო დეტალებს ათანხმებენ: „ვადა არ გვაქვს, მაგრამ რაც უფრო სწრაფად დასრულდება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება“.
საბოლოოდ შეთანხმებული ვერსიის დამტკიცება საჭირო აღარ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში გერბისა და დროშის შესარჩავად კონკურსი სამჯერ გამოცხადდა. ბოლოს შესული შვიდი ნამუშევრიდან კომისიამ ნანა ნათენაძის გერბი და დროშა მოიწონა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას აღნიშნავს ახალციხის გერბისა და დროშის დეტალები
ქალაქ ახალციხის გერბი და დროშა დამტკიცდა
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 9–დან 2 ესკიზი მოიწონა
ქალაქ ახალციხეს საკუთარი გერბი და დროშა ექნება