FM97.5 / LIVE

გამამტყუნებელი ვერდიქტი ცოლის მკვლელობისთვის – იმიტირებული პროცესი ახალციხეში

მთავარისიახლე, სამართალი 25.05.2018
ახალციხეში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულმა სასამართლომ 23 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმე განიხილა. ქალი საქმრომ, ყოფილმა პოლიციელმა მოკლა.

გამამტყუნებელი ვერდიქტი ცოლის მკვლელობისთვის – იმიტირებული პროცესი ახალციხეში

მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულის, ადვოკატის, ნაფიცი მსაჯულებისა და მოწმეების როლები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა მოირგეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ყოფილი პოლიციელი გაასამართლეს.

პროკურორის მტკიცებით ბრალდებულმა საცოლე განზრახ მოკლა. ბრალდებულის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ რეალურად უბედური შემთხვევა მოხდა: „ყოფილი პოლიციელი იყო, იარაღის ხმარება კარგად იცოდა და თავის საცოლესაც ასწავლიდა. ერთ–ერთი ასეთი ვარჯიშის დროს კი ტყვია შემთხევით გაუვარდა და ქალს მოხვდა“.

სხდომაზე მოწმეების დაკითხვისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

იმიტირებული პროცესის მონაწილე სტუდენტები იურიდიული დახმარების ბიუროში სტაჟირებას გადიოდნენ.

"ეს ერთსემესტრიანი სატაჟრების საბოლოო შეჯამება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათ პირველად მოუწიათ სასამართლო დარბაზში გამოსვლა, თავი ყველაფერს მაინც კარგად გაართვეს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი დავით ზარიძე.

მისივე თქმით, იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისა და ასევე მაგისტრანტების ერთსემესტრიანი სტაჟირება პროექტ „იურიდიული კლინიკის“ ფარგლებში ხორციელდება. ამისთვის კი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტსა და იურიდიული დახმარების ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო გამართეს
იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა
სტუდენტები იმიტირებულ სასამართლო პროცესზე
იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა
სოციალურად დაუცველებს სასამართლოში სამოქალაქო დავისას სახელმწიფო ადვოკატი დაიცავს
უფლებადამცველების ანგარიში მოსახლეობას
იურიდიული დახმარების ბიურო დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად