FM97.5 / LIVE

უფლებადამცველების ანგარიში მოსახლეობას

მთავარისამართალი 10.12.2014
ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, სამცხე-ჯავახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე- ჯავახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, მოსახლეობას ანგარიში ჩააბარეს;

უფლებადამცველების ანგარიში მოსახლეობას
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში არმენ მარანგოზიანმა 2013 წელში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე- ჯავახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა დავით ზარიძემ კი 2014 წელი შეაჯამა.

მარანგოზიანის ანგარიშში აქცენტი ეროვნული უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე გაკეთდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ გადაუჭრელია ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხი. ასევე, უმცირესობები მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მმართველ რგოლებში.

„ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს საინფორმაციო არხების მიერ ბუნდოვნად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ნეგატიურად აისახება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე“, - ვკითხულობთ მარანგოზიანის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება განათლების საკითხზეც: „ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების მქონე სკოლებისთვის არ არსებობს ქართული სახელმძღვანელოების მშობლიურ ენაზე კვალიფიციური თარგმანი“.

რაც შეეხება იურიდიული დახმარების ბიუროს ანგარიშს, ასე გამოიყურება: სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა - 357; სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 11 საქმეზე; განრიდება გაფორმდა 23-ზე; ბიუროში შესული სქმეებიდან მძიმე იყო 2, ნაკლებად მძიმე კი 21; მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუროში მომზადდა 188 სამართლებრივი დოკუმენტი; იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს 448 მოქალაქეს;

ზარიძის განცხადებით, ბიუროში შესული საქმეების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც გასულ წლებში იყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა
იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
ეროვნული უმცირესობები და მედია
შეხვედრა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
სოციალურად დაუცველებს სასამართლოში სამოქალაქო დავისას სახელმწიფო ადვოკატი დაიცავს