FM97.5 / LIVE

იურიდიული დახმარების ბიურო დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად

მთავარისაზოგადოება, სამართალი 19.07.2012
სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის მოსახლოებას შეხვდნენ

იურიდიული დახმარების ბიურო დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად

შეხვედრის მიზანი იურიდიული დახმარების ბიუროს შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე სოფელში იმ დაგროვილი პრობლემების გაცნობა იყო, რომელიც ხალხს აწუხებს.

”მოსახლეობას უჭირს გადაადგილება, აქვს დაგროვილი პრობლემები, მაგრამ შეჩვეულია იმას, რომ თუ ფული არ გადაუხადა ადვოკატს, ისე ვერაფერს მოაგვარებს, ამიტომ ბევრ საკითხს ერთმანეთში გაკითხვის დონეზე ”აგვარებენ”, - ამბობს იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე და ამატებს, რომ სწორედ ამიტომ აწყობს თვეში სამჯერ სხვადასხვა სოფელში გასვლით შეხვედრებს იურიდიული დახმარების ბიურო.

მუსხში ადვოკატები რამდენიმე ადგილზე გადანაწილდნენ და ყველა იმ მოსახლეს მოუსმინეს, რომელსაც რაიმე კითხვა ან პრობლმეა ჰქონდა.

”საკითხების უმრავლესობა, ძირითადად, სამოქალაქო დავებს ეხებოდა, ბევრს მიწასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, ზოგს ყანამდე მისასვლელ გზას უკეტავდნენ, ნაწილს კი წინაპრების გარდაცვალების შემდეგ ბინების გაფორმების შესახებ აინტერესებდა”, - აცხადებს ბარძიმაძე.

მისი თქმით, მოსახლეობას კვალიფიციური დახმარება გაეწია, თუმცა იყო საკითხები, რომელთა შესახებაც მათ ბიუროში მოსვლა სჭირდებოდათ: ”ასეთ ადამიანებს ჩვენ მისამართს ვუტოვებდით. რამდენიმე მათგანი მოვიდა კიდეც და სარჩელის გორმები მოვუმზადეთ”.

უახლოეს დღეებში იურიდიული დახმარების ბიურო გასვლით შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მოაწყობს. აქ პრობლემების გაცნობას აბასთუმნიდან დაიწყებენ.

სტატია დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI), და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და შესაძლებელია, შეხედულებები არ ემთხვეოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს. სტატია მომზადებულია პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა მოსახლეობასთან

შეხვედრა მოსახლეობასთან
რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება
იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა
იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ