FM97.5 / LIVE

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.05.2018
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გიორგი გახარიას დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევს.

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
ფოტო: რადიო თავისუფლება

13 მაისს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია რომელიც დაახლოებით ათი საათი გრძელდებოდა დასრულდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ. ტერიტორია დატოვა სპეციალური დანიშნულების რაზმმაც.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები და კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ [00:21] აქციის მონაწილეებს შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. მინისტრმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ის ხვალ, 14 მაისს დილის 10 საათზე აქციის წარმომადგენელბს შეხვდება და ყველა საკითხს განიხილავს მათთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია 12 მაისს დაიწყო და მეორე დღესაც გაგრძელდა. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით ახალგაზრდები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პოლიციამ კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი”, სპეცოპერაცია ჩაატარა და რვა ნარკორეალიზატორი დააკავა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
შს მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება
კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ
თბილისში განვითარებული მოვლენები – NGO-ების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან