FM97.5 / LIVE

კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.05.2018
კონტრაქციის მონაწილეებს, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე არ უშვებენ. ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ჭელიძის თქმით, ისინი დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას და რუსთაველზე არ გავლენ.

კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ
ფოტო netgazeti.ge
კონტრაქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამომავლოდ სპეციალურ რაზმებს შექმნიან და აქციას დაუანონსებლად გამართავენ.

"უნდა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო გვარდია, რადგან არსებობს შიდა დაპირისპირების საშიშროება", – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა პარლამენტის წინ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, ახალგაზრდები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პოლიციამ კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი”, სპეცოპერაცია ჩაატარა და რვა ნარკორეალიზატორი დააკავა. ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა.სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა.

აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, ნაწილმა პარლამენტის შენობის წინ გაათენა. დღეს 13 მაისს აქცია 15:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე [17:42] გრძელდება.

პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორები შეკრებილ მონაწილეებს მიმართავენ.

"ტერორი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ეს არ არის რომელიმე ერთი კლუბის პრობლემა, ეს ყველას ეხება. აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ იმ პირების დასჯას, ვინც ლობირებს ნარკოტიკების შემოტანას ქვეყანაში", – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ კონტრაქციის მონაწილეებთან.

„ჩვენ არ ვებრძვით ერთმანეთს, ჩვენ ვებრძვით მჩაგვერლ სისტემას. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა და არა ცალცალკე. ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის წარმატება და არა წარუმატებლობა“, - განაცხადააქციის ერთ–ერთმა მონაწილე ლაშა მესხმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
კონტრაქციის  ორგანიზატორი  გიორგი გაბედავა დააკავეს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა