FM97.5 / LIVE

სოფელ არალში მცხოვრებლები მერიას სარწყავი მილების შეკეთებას სთხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.04.2018
ადიგენში, სოფელ არალში სარწყავი მილი, რომელიც 150 ჰექტარს ასარწყავიანებს, მესამე წელია დაზიანებულია. ადგილობრივებმა მერიას მილების შეკეთების მოთხოვნით წერილობით მიმართეს.

სოფელ არალში მცხოვრებლები მერიას სარწყავი მილების შეკეთებას სთხოვენ

სოფელ არალში, იმ ადგილზე, სადაც წლებია ყანები ვეღარ ირწყვება, ადგილობრივები აღარაფერს თესავენ.

„წელს აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ, მოვნახათ მიწები თუ არა. თუ მერია დაზიანებულ მილებს არ გაგვიკეთებს, იქ ყანების დამუშავებას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი მოვა“, – აცხადებენ არალში მცხოვრებლები.

როგორც არალში, სათემო კავშირ „თანასწორობის“ თავმჯდომარე გიორგი ფეიქრიშვილი ამბობს, მათ მილების შეკეთების თხოვნით ადიგენის მერიას უკვე მიმართეს: „ველოდებით პასუხს, ამ დღეებში შეგვატყობინებენ“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ არალში დაზიანებული მილების საქმეს სწავლობენ:
„მომავალ კვირაში დავასრულებთ შესწავლას. ჯერ ვერაფერს გეტყვით გავეკეთებთ თუ არა, ან რამდენი ლარი დასჭირდება ამ პრობლემის გადაჭრას“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

არალში, ე.წ. ყორუღების ტერიტორიაზე 150–მეტრიანი სარწყავი სისტემა „ბი–პის“ დაფინანსებით 2008 წელს, 18 000 ლარად გაკეთდა. ადგილობრივების თქმით, მილი მწყობრიდან სამი წლის წინ, წყალდიდობის გამო გამოვიდა. ამ დრომდე მილები მდინარე ქვაბლიანში ყრია.

სოფელ არალში მცხოვრებლები მერიას სარწყავი მილების შეკეთებას სთხოვენ

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არალში სარწყავი მილების საქმის შესასწავლად წყლის დონის დაწევას ელოდებიან
მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება
არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
სოფელ არალში ამბულატორია გარემონტდა
ძლიერი სეტყვა სოფელ არალში[photo]
სოფელ არალში ხანძარია
ადიდებულმა მდინარემ სოფელ არალში ნაკვეთები დატბორა