FM97.5 / LIVE

მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 02.10.2018
ადიგენში, სოფელ ვარხანში მოძველებული სასმელი წყლის შიდა ქსელი წყლის წნევას ვერ უძლებს და მილები სკდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო თითქმის ყოველ დღე უბნები იტბორება.

მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება

გუშინ, პირველ ოქტომბერს სოფელ ვარხნის ცენტრალურ გზაზე სასმელი წყლის მილი სამ ადგილზე იყო დაზიანებული, წყალი კი ცენტრალურ გზაზე გადმოდიოდა.

ააიპ „ადიგენის წყალმომარაგების“ დირექტორის მამუკა დემეტრაძის განმარტებით, ვარხნის სასმელი წყლის შიდა ქსელი 1968 წელს არის გაკეთებული და ძველი ლითონის მილები წნევას ვერ უძლებს: „ამორტიზირებულია მთლიანი სისტემა, ყოველ წამში, წუთში და საათში ზიანდება. შიდა დაქსელვებიც ზიანდება და ცენტრალურიც“.

მისი თქმით, ააიპ–ის თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ უმოკლეს პერიოდში დაზიანება აღმოფხვრან: „გუშინ სისტემა დავცალეთ და მალევე შევაკეთეთ“.

ააპ–ის დირექტორის განმარტებით მსგავსი პრობლემაა სოფელ აბასთუმანშიც, რაც შეეხება ადიგენის დანარჩენ სოფლებს, იქ მდგომარეობა უკეთესია: „ზოგიერთ სოფელში სულ ახალი შიდა ქსელი გვაქვს. გასულ წლებში ვარხანში სათავე ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალი გაკეთდა ახლა გასაკეთებელი შიდა ქსელია“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ რადგან წინასაარჩევნო პერიოდია ბიუჯეტში ცვლილებებს ვერ შეიტანენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმდენი თანხაა გათვალისწინებული ბიუჯეტში, რამდენიც დაზიანებული მილების შესაკეთებლად შეიძლება დასჭირდეთ: „თანხა გვაქვს, მაგრამ ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ. გააჩნია სამუშაოების მოცულობას, ჩვენი თანამშრომლები გავლენ და შეისწავლიან, ჩავეტევით თუ არა ამ თანხაში ჯერ ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ვარხნის ზედა უბანზე 200 მეტრიანი მონაკვეთია დაზიანებული, აზომეს და ვცდილობთ ეს მოვაგვაროთ და მოსახლეობას მივაწოდოთ წყალი“.

მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარხანში დაზიანებული წყლის მილების გამო ქუჩები იტბორება
ორ კვირაზე მეტია ვარხნის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენის რვა სოფელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
გადათხრილი ქუჩები და დატბორილი გზები – რატომ ზიანდება ხშირად ახალციხეში წყლის სისტემა
‘ძველი მილები წყლის წნევას ვერ უძლებენ’ - კომპანია ქუჩების დატბორვაზე [ვიდეო]
სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს
ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა