FM97.5 / LIVE

მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.02.2018
ადიგენში, სოფელ არალში სარწყავი მილი, რომელიც 150 ჰექტარს ასარწყავიანებს, მესამე წელია დაზიანებულია. სისტემა სოფელს ათი წლის წინ „ბი–პიმ“ გაუკეთა, ამიტომ ადიგილობრივები დახმარებას მერიასთან ერთად „ბი–პი–საც“ სთხოვენ;

მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება

ადიგენში, სოფელ არალში, მცხოვრები ბეჟან კაჭკაჭაშვილი 40 მეასედზე კარტოფილის ნაცვლად მეორე წელია შვრიას და ქერს თესავს. ფართობი, როგორც თავად ამბობს, ბოლო სამი წელია აღარ ირწყვება: „აღარაფერი მოდიოდა და ისეთი რაღაცა დავთესე, რასაც მორწყვა არ უნდა. ფაქტობრივად, კარტოფილს მიწაში გასაფუჭებლად ვყრიდი“.

გასულ წელს, იმის გამო, რომ ნაკვეთს ვეღარ რწყავდა, აღარაფერი დათესა 10 მეასედზე ეთერ აკოფაშვილმაც: „აღარ ირწყვება და აღარც არაფერი მოდის. მანამდე მანდ წელიწადში ოთხი–ხუთი ტონა კარტოფილი მოგვყავდა“.

მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება
ეთერ აკოფაშვილი


აკოფაშვილისა და კაჭკაჭაშვილის მსგავსად, სოფელში, მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ, 400–ზე მეტ კომლს დაახლოებით 150 ჰექტარი სახნავ–სათესი ფართობი აქვს. ადგილობრივების თქმით, მილი სამი წლის წინ სტიქიამ დააზიანა: „მაშინ ადიგენში სხვა სოფლებიც დაიტბორა, ქვაბლიანმა ხეები და დახოცილი ღორებიც ჩამოატარა“.

მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება
დაზიანებული მილები წყალში


არალში, ე.წ. ყორუღების ტერიტორიაზე 150–მეტრიანი სარწყავი სისტემა „ბი–პის“ დაფინანსებით 2008 წელს, 18 000 ლარად გაკეთდა. სამცხე–ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც ნავთობსადენი გადის, „ბი–პი“ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე პროექტებს აფინანსებს. ამ პროექტებს კი სამცხე–ჯავახეთში „რეგიონული განვთარების ასოციაცია“ ახორციელებს. პროექტებს სოფლებში ჩამოყალიბებული სათემო კავშირები ადგენენ და დაფინანსებას ისინი კონკურსის წესით იღებენ.

„შეიკრიბა სოფელი, შედგა კრება და ოქმი, რომ დაზიანებული მილის აღდგენა გვჭირდება, დავწერე პროექტი 11 ათას ლარზე, მაგრამ არ დაგვიფინანსეს, არ ვიცი რატომ“, – ამბობს არალში სათემო კავშირ „თანასწორობის“ თავმჯდომარე გიორგი ფეიქრიშვილი.

მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება
გიორგი ფეიქრიშვილი


დაფინანსებაზე უარი „რეგინული განვითარების ასოციაციიდან“ სოფელმა 2017 წლის 19 აპრილს მიიღო. წერილში ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტში ასახული თანხა არ ასახავდა რეალურ გასაწევ ხარჯს, ასევე, კონკურსში სულ შესული იყო 15 განაცხადი, რაც კონკურენციის ხარისხს მაღლა სწევდა.

„ადგილზე ვნახეთ ეს დაზიანებული მილები. სამუშაოები წყალში იყო ჩასატარებელი, აქ სჭირდებოდათ ამწეც, ასევე შესასრულებელი იყო სხვა გამაგრებითი ღონისძიებებიც, ამიტომ მხოლოდ 100 მეტრზე მის გაკეთებას 20–ათასზე მეტი დასჭირდებოდა და რეალურად 11 ათასი არაფერში ეყოფოდათ“, – ამბობს „რეგიონული განვთარების ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე ლევან გოგიჩაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვერც ასოციაციის კომპეტენცია და ფინანსები გაწვდება და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას ვერც ადგილობრივები შეძლებენ: „ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ ამ სამუშაოებში უშუალოდ სოფელი ჩავრთოთ. ამასთანავე, „ბი–პის“ პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების პროგრამა“ მიმდინარე წლის ზაფხულში წყდება, დაფინანსება კი უკვე ამოიწურა“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ „ბი–პის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პროგრამის გაგრძელება იგეგმება, თუმცა რა სახით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „ამ საკითხზებზე ახლა ვმუშაობთ“.

მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება
სარწყავი ფართობი


ვიდრე არალში სარწყავი წყლის სისტემის აღდგენის პროექტის დაფინანსების საკითხი „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ ხელახლა დადგება, უწყებაში ფიქრობენ, რომ ადგილობრივების დახმარება შესაძლოა თვითმმართველობამ შეძლოს.

„სოფელმა მიმართა გამგეობასაც, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია“, – ამბობს გიორგი ფეიქრიშვილი.

მიუხედავად მისი განცხადებისა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მათ არალში სარწყავი წყლის მილების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„მესამე წელია სტიქიის შემდეგ ზარალის დამთვლელი კომისიის თამვჯდომარე ვარ, ასეთი რამ არ აღგვიწერია. სტიქიას რომ დაეზიანებინა, გვეცოდინებიდა. მოგვმართონ, შევისწავლით საკთხს და მივითებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში მცხოვრებლები მერიას სარწყავი მილების შეკეთებას სთხოვენ
არალში სარწყავი მილების საქმის შესასწავლად წყლის დონის დაწევას ელოდებიან
რა პრობლემები გადაჭრა BP-მ მესხეთის სოფლებში (R)

სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]

რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს