FM97.5 / LIVE

ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2018
სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავი ახალციხეში, ტრადიციული მსვლელობით აღნიშნეს. ტრადიციული იყო შეძახილიც, "აღიარე". დღეს, 23 აპრილს, ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა, ოსმალეთის იმპერიაში მასობრივი მკვლელობების დროს დაღუპულები გაიხსენეს.



მსვლელობის მონაწილეები ჯერ რაბათის უბანში მდებარე გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბნენ და გენოციდის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი აბის დასახლებაში, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისკენ დაიძრნენ.

ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა გენოციდს მსგავსი მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავს.





სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი მიიჩნევა, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და დახოცეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.

ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს
თბილისსა და ახალციხეში სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან