FM97.5 / LIVE

სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]

მთავარიფოტოამბავი 23.04.2016
დღეს, 23 აპრილს სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავთან დაკავშირებით ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა რაბათში მდებარე გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბნენ და გენოციდის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირებთან ერთად აბის დასახლებაში მდებარე გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულები გაიხსენეს.

სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
დროშებით, ჩირაღდნებით და შეძახილებით მსვლელობა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ტაძრის ეზოდან 20:00 საათზე დაიწყეს და გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან დაასრულეს. 101 წლის შემდგაც მათი მოთხოვნა იგივეა – „თურქეთმა აღიაროს გენოციდი“.

„ვიდრე სომეხი ერი იარსებებს გენოციდის აღიარებას ყოველწლიურად მოვითხოვთ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა“, – ამბობს ფაილაკ ქევმაკსუზიანი.

„ეს არის სომეხი ერის ტკივილი და ამ დრომდე ამ ტკივილის პასუხი არ არსებობს. სანამ თურქეთი არ არღიარებს გენოციდს მანამდე ჩვენ ყოველთვის გავაპროტესტებს“, – ამბობს ედიარდ მურადიანი.

მისივე თქმით, ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა გენოციდს მსგავსი მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავს. აბის დასახლებაში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი 2001 წელს დაიდგა.

გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა. ხვალ, 24 აპრილს სომხური სამოციქულო ეკლესია მათი სულების მოსახსენებელ პარაკლისს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც. ეს პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5მილიონზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა.

2015 წლის მონაცემებით, 1915 წლის მოვლენებს გენოციდად 28 ქვეყნის მთავრობა აღიარებს, მათ შორის არგენტინა, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და ურუგვაი (პირველი ქვეყანა, რომელმაც 1965 წელს აღიარა). 1915 წელს რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა მოვლენას „XX საუკუნის პირველი გენოციდი“ უწოდა. გენოციდი ასევე აღიარა ევროპარლამენტმა.

თურქული მხარე აღიარებს, რომ 1915 წელს მართლაც დაიხოცა დიდი რაოდენობით ეთნიკური სომეხი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიას მიზნად ჰქონდა კონკრეტულად სომხების სრული ან ნაწილობრივი განადგურება. თურქეთის ოფიციალური ვერსიით, ქვეყანაში 1915 წელს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სომხები კი ამ ომში ისევე იხოცებოდნენ, როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. განსხვავებაა მსხვერპლის რაოდენობაშიც – სომხური მხარის ვერსიით, მასობრივ ჟლეტას 1,5 მილიონი სომეხი შეეწირა. თურქულით კი – 300-500 ათასი.
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომეხთა გენცოდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა არ გაიმართება
სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა