FM97.5 / LIVE

სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2020
საგანგებო მდგომარეობის და ე.წ კომენდანტის საათის გამო, ახალციხეში სომეხთა გენოციდის 105–ე წლისთავთან დაკავშირებით, მსვლელობა არ გამართულა. ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად, სანთლები სახლის ფანჯრებთან აანთეს.

სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს

ხვალ, 24 აპრილს სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გადის, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, სამზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, ამიტომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ამ დღეს სახლში აღნიშნავს.

ახალციხეში სომეხთა გენოციდს მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავენ. ადგილობრივები შეძახილით „აღიარე“ თურქეთსა და მსოფლიოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებენ. 23 აპრილის ღამეს ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები ანთებული ჩირაღდნებით მარდის დასახლებაში, გარდაცვლილთა ხსოვის მემორიალთან მიდიან. მეორე დღეს იგივე გზას დროშებით და ყვავილებით გადიან.

სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც. ეს პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა.

2015 წლის მონაცემებით, 1915 წლის მოვლენებს გენოციდად 28 ქვეყნის მთავრობა აღიარებს, მათ შორის არგენტინა, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და ურუგვაი (პირველი ქვეყანა, რომელმაც 1965 წელს აღიარა). 1915 წელს რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა მოვლენას „XX საუკუნის პირველი გენოციდი“ უწოდა. გენოციდი ასევე აღიარა ევროპარლამენტმა.

თურქული მხარე აღიარებს, რომ 1915 წელს მართლაც დაიხოცა დიდი რაოდენობით ეთნიკური სომეხი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიას მიზნად ჰქონდა კონკრეტულად სომხების სრული ან ნაწილობრივი განადგურება. თურქეთის ოფიციალური ვერსიით, ქვეყანაში 1915 წელს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სომხები კი ამ ომში ისევე იხოცებოდნენ, როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. განსხვავებაა მსხვერპლის რაოდენობაშიც – სომხური მხარის ვერსიით, მასობრივ ჟლეტას 1,5 მილიონი სომეხი შეეწირა. თურქულით კი – 300-500 ათასი.

გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.

სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომეხთა გენცოდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა არ გაიმართება
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა
‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა