FM97.5 / LIVE

თბილისსა და ახალციხეში სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2017
ხვალ, 24 აპრილს, სომეხთა გენოციდიდან 102 წელი სრულდება. გენოციდის ყოველი წლისთავის აღნიშვნას, საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეები ყოველწლიურად, 23 აპრილის საღამოდან იწყებენ და 24 აპრილს ასრულებენ.

თბილისსა და ახალციხეში სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან


მსგავსი აქცია თბილისში, ყოველი წლის 24 აპრილს იმართება. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალეთის იმპერიაში 1915-1918 წლებში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.

წელს საქართველოს სომეხთა სათვისტომომ, თბილისის მერიიდან მიიღო შეტყობინება, რომ თბილისის ტრანსპორტის სამსახური აქციის გამართვას „სასურველად არ მიიჩნევს“. მიზეზად საგზაო მოძრაობის სავარაუდო შეფერხება სახელდება.

“საქართველოს სომეხთა სათვისტომო” ამ წერილს აკრძალვად არ აღიქვამს და საკუთარი გეგმების შეცვლას არ აპირებს. JAMnews-სთან საუბარში „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სანდრო ოგანოვი ამბობს, რომ მერიის პასუხს “უსიამოვნო” და “მოულოდნელი” იყო: "ჩვენ ამას არ აღვიქვამთ, როგორც აკრძალვას იმიტომ, რომ აქციის ჩატარების უფლებას ჩვენ კონსტიტუცია გვაძლევს. 2005 წლიდან ვატარებთ ღონისძიებებს ზუსტად ამ ადგილას და მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. არის თუ არა „სასურველი“ აქცია, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომელიც მოქალაქეებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებს აძლევს და არა ტრანსპორტის სამსახური”.

ოგანოვმა მიანიშნა, რომ მერიის ამ პასუხთან დაკავშირებით აქვს “გარკვეული ვარაუდები”, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, თუმცა ვრცლად ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა: “ეს მხოლოდ ვარაუდებია. არ გვსურს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დავძაბოთ,” – ამბობს ოგანოვი.

თბილისში სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 23 აპრილს ვაკის პარკთან საპროტესტო მსვლელობით დაიწყება. მსვლელობის მონაწილეებს ხელში ჩირაღდნები და სანთლები ექნებათ და ისინი თურქეთის საელჩოსთან მივლენ. 24 აპრილს ღამის 12 საათზე საპროტესტო მანიფესტაცია კვლავ თურქეთის საელჩოსთან გაიმართება. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებენ. იმავე მოწოდებით მიმართავენ ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც.

14 აპრილს საქართველოში მოქმედმა სომხურმა საერო-საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს გენოციდის საკითხის განხილვის მოთხოვნით.

როგორ აღნიშნავენ გენოციდის 102–ე წლისთავს ახალციხეში

გენოციდის წლისთავს, ტრადიციულად, აღნიშნავენ სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეებიც.

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ახალციხეში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეები, დღეს, 23 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, რაბათში მდებარე გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბებიან და გენოციდის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოეწყობა მსვლელობა ანთებული ჩირაღდნებით. მოქალაქეები, სასულიერო პირებთან ერთად, ტაძრიდან აბის დასახლებაში მდებარე გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისკე გაემართებიან და იქაც დაღუპულებს გაიხსენებენ.

ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა გენოციდს მსგავსი მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავს. აბის დასახლებაში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი 2001 წელს დაიდგა.


თბილისსა და ახალციხეში სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან
ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს
სომეხთა გენცოდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა არ გაიმართება
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა