FM97.5 / LIVE

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]

მთავარისიახლე 24.04.2018
გენოციდის დღე, ახალციხეში ტრადიციული მსვლელობით აღნიშნეს. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, შეძახილებით, ტრანსფარანტებითა და ეროვნული დროშებით სომხური ეკლესიიდან გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისკენ დაიძრა.

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]


"აღიარე!"–ამ შეძახილით სომეხი მოსახლეობა თურქეთსა და მსოფლიოს მოუწოდებს, რომ 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დახოცვა მასობრივ გენოციდად აღიარონ.

დღეს, 24 აპრილს, ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავი აღნიშნეს. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ქალაქში მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც ჩამოვიდა. მათ დაახლოებით ორ კილომეტრიანი გზა ფეხით ერთობლივად გაიარეს.

"მილიონ ნახევარი სომეხი მოკლეს, ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომ თურქების მიერ განხორციელებული გენოციდი აღიაროს", – ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი.

თარიღთან დაკავშირებით, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში გენოციდის დროს გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. რის შემდეგაც, მსვლელობა გაიმართა, ტაძრიდან აბის დასახლებამდე, სადაც გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი, იგივე "ხაჩკარია"(ქვის ჯვარი) განთავსებული.

მსვლელობის მონაწილეებმა, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი კიდევ ერთხელ, „ხაჩკართან“ გადაიხადეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]

გენოციდის შესახებ


ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა.

სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც.

პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. ასევე, უარყოფს ტერმინს – "გენოციდი". თურქული მხარე აცხადებს, რომ ეთნიკურ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი.

გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.

საქართველოს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.

სომეხი ეროვნების მოქალაქეები ყოველ წელს ითხოვენ თურქეთისგან, აღიაროს სომეხთა გენოციდი. ისევე, როგორც ამას ითხოვენ საქართველოსგან.




[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]
აშშ-ს სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა
ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის მსხვერპლებს იხსენებენ [Photos]
სომეხთა გენოციდის 105 – ე წლისთავთან დაკავშირებით ახალციხეში სანთლები აანთეს