FM97.5 / LIVE

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 23.04.2017
შეძახილებით: „აღიარე“, „მკვლელი თურქები", ასევე, ხმის გამაძლიერებლებით ჩართული მუსიკებით, ანთებული ჩირაღდნებითა და სომხეთის დროშებით, ახალციხეში მცხოვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა გენოციდის 102–ე წლისთავის აღნიშვნა დაიწყეს.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

დღეს, 23 აპრილს, საღამოს, სომეხი ეროვნების მოქალაქეები ტრადიციულად, ახალციხეში, რაბათის უბანში მდებარე გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბნენ და გენოციდის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, 20:00 საათიდან, დაიწყო მსვლელობა ტაძრიდან აბის დასახლებისკენ, სადაც გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის დგას.



წვიმისა და ძლიერი ქარის მიუხედავად, მსვლელობაში ასობით ადგილობრივი მონაწილეობდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი მემორიალისკენ ფეხით, ნაწილი კი მსუბუქი ავტომობილებით მიემართებოდა. ტაძრიდან მემორიალამდე, რამდენიმე კილომეტრი, შეკრებილებმა ანთებული ჩირაღდნებით გაიარეს.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, საპატრულო პოლიციის სამსახური იცავდა. მონაწილეებს ხელი რომ არ შეშლოდათ, ქალაქის ცენტრალურ გზაზე, რამდენიმე ადგილას, სამართალდამცველებს, დროებით, გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

აბში, იქ სადაც მემორიალი დგას და სადაც, ტრადიციულად, ამ დროს საბურავებს წვავენ, უსაფრთხოების მიზნით სახანძღო სამსახური იყო მობილიზებული. სახანძრო მანქანები გასულ წლებში არ ყოფილა, თუმცა, როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" განუმარტეს, წელს ამის აუცილებლობა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა გენოციდს მსგავსი მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავს. აბის დასახლებაში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი 2001 წელს დაიდგა.

გენოციდის შესახებ

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] თურქეთი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. ასევე, უარყოფს ტერმინს – “გენოციდი”. თურქული მხარე აცხადებს, რომ ეთნიკურ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] საქართველოს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] სომეხი ეროვნების მოქალაქეები ყოველ წელს იტხოვენ თურქეთისგან, აღიაროს სომეხთა გენოციდი. ისევე, როგორც ამას ითხოვენ საქართველოსგან.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video] წელს, 14 აპრილს საქართველოში მოქმედმა სომხურმა საერო-საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გენოციდის საკითხის განხილვის მოთხოვნით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენოციდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა [Photo/Video]
ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის მსხვერპლებს იხსენებენ [Photos]
‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
თბილისსა და ახალციხეში სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან
სომეხთა გენოციდიდან 101 წელი გავიდა [Photo]