FM97.5 / LIVE

საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.04.2018
ახალციხის სამხატვრო სკოლაში, მოსწავლეების მიერ, თეთრი თიხის, ფაიფურის, თექის, ბატიკისა და ვიტრაჟისგან შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს. სხვადასხვა ნაკეთობების დათვალიერება ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

120 მოსწავლის არაერთ ნამუშევარს შორის, ჯულიეტა გრიგორიანის სამი ნამუშევარი მოხვდა: „ჩემი ცხოვრებაა ხატვა, ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია, რომ რაიმე იდეა არ მომივიდეს. უმეტესად ძველი შენობების დახატვა მიყვარს, ახლაც თბილისის ერთ–ერთი ძველი ქუჩის ნახატის შექმნაზე ვმუშაობ“.

სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე ნამუშევრებს შორის ფაიფურისგან შექმნილ ნაკეთობებს გამოყოფს. ამბობს, რომ ამ მასალაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყეს: „ფაიფურზე მუშაობა საკმაოდ რთულია, ამის უფლებას მხოლოდ მაღალი კლასის მოსწავლეებს ვაძლევთ, ოღონდ მასწავლებლების დახმარებით, რა თქმა უნდა“.

დირექტორი გვიხსნის, რომ ფაიფური რამდენიმე რთული და ფაქიზი სამუშაოს შესრულებას მოითხოვს. გაკეთებული მასა არც თხელი უნდა იყოს და არც სქელი, იმისთვის, რომ შექმნილი ნამუშევარი არ დაიბზაროს.

მისივე თქმით, ტრადიციული ნამუშევრების გარდა ბოლო პერიოდში სამკაულების გაკეთებაც დაიწყეს: „ვაკეთებთ საყურეებს, ბეჭდებს, ყელსაბამები, რომლებიც ძალიან ლამაზად და საინტერესოდაა მოხატული. ამ ბოლოს გაუჩნდათ ბავშვებს ინტერესი, რომ მსგავსი ხელნაკეთი აქსესუარებიც შექმნან“.

გამოფენა დღეს, 20 აპრილს, 13:00 საათზე გაიხსნა. დარბაზის სიმცირის გამო ნამუშევრებს ორ დღეში აიღებენ.

საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
საშობაო გამოფენა სამხატვრო სკოლაში
სააღდგომო გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
სამხატვრო სკოლაში სააღდგომო გამოფენა გაიმართა
‘ჩემი ქალაქი’– გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა