FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 11.04.2018
სოფელ რუსთავში, სასმელი წყლის მიწოდებისთვის თვითმმართველობა, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ჭაბურღილის დამონტაჟებას გეგმავს, თუმცა, მოსახლეობა ამის წინააღმდეგია.

სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ

ასპინძის მერიამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით, სოფელ რუსთავში სასმელი წყლის მიწოდებისთვის ორი პროექტი შეიმუშავა: ერთი სოფელ ოშორის მთებიდან ჩამონადენი წყლების შეკრება, მეორე კი მტკვრის სანაპიროზე ჭაბურღილის დამონტაჟება.

მერიაში აცხადებენ, რომ ოშორის წყლების შეკრების შემთხვევაში, ოშორელებს წყლის დებეტი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ამიტომ მეორე პროექტის, ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება.

„გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს კვლევები და აღმოჩნდა, რომ ოშორას ძალიან ვაზარალებთ, ამიტომ ყურადღება შედარებით ნაკლებად ხარჯიან პროექტზე, ჭაბურღილის მონტაჟზე შევაჩერეთ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილი.

ოშორის მთებიდან წყლების შეკრება თვითმმართველობას 2 700 000 ათასი ლარი, ჭაბურღილის გაკეთება კი 1 800 000 ლარი დაუჯდება. თუმცა, სოფელში ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ახლა თანხა დაიზოგება, მერიას მომავალში ჭაბურღილის შენახვაში მეტის გადახდა მოუხდება. თუმცა, ეს არაა ერთადერთი არგუმენტი რის გამოც რუსთაველები შერჩეული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

„ძალიან ხარჯიანია ჭაბურღილი, რადგან ხშირად გამოდის მწყობრიდან, 1982 წელს ჩვენ გვქონდა დამონტაჟებული და ვერ იმუშავა, წყალს კარგად ვერ ქაჩავდა. ამის გამო სოფელი პერიოდულად უწყლოდ რჩებოდა, იმის გაკეთებას კი ფული სჭრიდებოდა“, – ამბობს სოფელ რუსთავში მცხოვრები არჩილ კახაძე.

ასევე, ადგილობრივები შიშობენ, რომ სოფელ რუსთავთან ახლოს „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის გამო, შესაძლოა, მდინარეში წყალი შემცირდეს, ჭაბურღილმა კი ამის გამო მუშაობა შეწყვიტოს.

„მტკვარს კალაპოტი შეუცვალეს, ვინ იცის, იქნე წყალი შეცოტავსდეს. როგორ უნდა ვიყოთ ჭაბურღილზე დამოკიდებულები?! თუ წყალი მთიდან არ გამოვიდა, სხვა ყველა გზა სტაბილური არ მგონია რომ იყოს“, – ამბობს რუსთავის მკვიდრი ნაიარა ივანიძე.

ადილობრივების პოზიცია ცნობილია ასპინძის მერიისთვის. სოფელ რუსთავის დეპუტატის თამაზ შავაძის თქმით, ვიდრე პროექტს დაამტკიცებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ: „მოვიფიქრებთ რაიმე ისეთს, რომ ჭაბურღილი არც მწყობრიდან გამოვიდეს და წყლის სიმცირის გამოც ადგილობრივებს პრობლემები არ შეექმნეთ“.

სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ

უკვე ერთი წელია, რუსთავში 155 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელს სასმელი წყლის მიწოდება გასული წლის მაისში შეუწყდა. ადგილობრივებმა ეს ფაქტი ჰესისთვის გვირაბის გათხრას დაუკავშირეს. გვირაბი სოფელ საყუნეთიდან იჭრება და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. რუსთაველები სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ერთი წელია ითხოვენ, მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს, ასევე, შეხვდენენ ჰესის ხელმძღვანელობას და ასპინძის მერსაც.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელი რუსთავი წელსაც სასმელი წყლის გარეშე რჩება
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს