FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.07.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავში, სასმელი წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა „მტკვარი ჰესმა“ დაიწყო. რუსთაველები კი ამბობენ, რომ კიდევ ერთი წყალი შრება, რომლითაც 12 ოჯახი სარგებლობდა.

სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს

როგორც „მტკვარი ჰესში“ განმარტავენ, რუსთავში წყლის შეწყვეტის მიზეზებს კომპანია დაადგენს. მოკვლევა უკვე დაიწყო.

„ეს ჩვენ ავიღეთ თავზე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ნაკლები შანსია გვირაბის მშენებლობა რამე შუაში იყოს“, – ამბობს თანაინვესტირების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა ჩოხელი.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიდება დასკვნა. და, ვიდრე „მტკვარი ჰესი“ რუსთავის სასმელი წყლის ერთი სათავე ნაგებობის დაშრობის მიზეზს სწავლობს, სოფელში ამბობენ, რომ მეორე წყაროც შრება, რომლითაც 12 ოჯახი სარგებლობდა.

„მთიდან ჩამონადენი წყალია, გვირაბი სადაც შენდება, სადღაც 300 მეტრში გამოდის. აქაც ვფიქრობთ, რომ გვირაბია მიზეზი. ახლა წვეთ–წვეთობით დის და ცოტა ხანში საერთოდ აღარ იქნება“, – გვეუბნება ადგილობრივი ჯემალ იაკობაძე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ რუსთავის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ორი თვის წინ დაშრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალზე პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც „მტკვარი ჰესმა“ სოფელ საყუნეთიდან რუსთავის მიმართულებით გვირაბის გათხრა დაიწყო.

ვერც ჰესის ხელმძღვანელობა და ვერც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წყლის დაწყვეტის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა გამგეობაში ამბობენ, რომ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად წყლის სხვა რესურსების ძიებას დაიწყებენ და პროექტს შეადგენენ.

ამ დროისათვის, სოფელ რუსთავის მოსახლეობა ოშორის ტყიდან ჩამონადენი წყლით მარაგდება. სოფელს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათი აქვს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა
სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება
‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ