FM97.5 / LIVE

‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.09.2019
ასპინძაში, სოფელ რუსთავში ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა. მათივე აზრით, წყლის დაშრობა სოფლის მიმდებარედ „მტკვარი ჰესის“ გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია. ჰესის ადმინისტრაცია აღნიშნულზე პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა ადგილობრივებს დახმარებას ჰპირდება.

‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა

სოფელ რუსთავის მკვიდრი ილია ლომიძე, იმ წყაროს გვიჩვენებს, რომელიც სამი თვის წინ დაშრა. მისი თქმით, ამ ტერიტორიიდან 50–60 მეტრში, „მტკვარი ჰესის“ გვირაბი გადის და წყლის დაშრობაც სწორედ ამან გამოიწვია.

„ეს ხევი ახლა სულ ამომშრალია და მარტო მილები დარჩა“, – გვეუბნება ილია ლომიძე და ამატებს, რომ ახლა სოფელი მხოლოდ ერთი, ოშორის მთებიდან ჩამონადენი წყლით სარგებლობს, რომლის დებეტიც ძალიან მცირეა და სოფლისთვის არასაკმარისი.

„წვეთ–წვეთობით მოდის, ახლა სოფელთან რეზერვუარები გავაკეთეთ ჩვენი სახსრებით და იქ ვაგროვებთ სასმელ წყალს რომ წამოვიდეს, მაგრამ საერთოდ არ არის საკმარისი. ფაქტობრივად, წყლის გარეშე დავრჩით“,– ამბობს ილია ლომიძე.

რუსთაველების თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სოფელში ერთი ძირითადი და ხუთამდე პატარა წყაროი დაშრა, რის შედეგადაც, სოფელს სასმელი წყალი თითქმის აღარ აქვს. მათი მტკიცებით, წყაროების გაქრობა სოფელში მაშინ დაიწყო, რაც „მტკვარი ჰესმა“ გვირაბის გაყვანა დაიწყო.

„წყალი ზემოდან ქვემოთ მოდის, გაიყვანეს გვირაბი, წყალს ძირი გამოუთხარეს და ახლა სოფლის წყლის 80 პროცენტი გვირაბში წავიდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, „მტკვარი ჰესის“ ბრალია. რომ ველაპარაკებით, არც ესმით არაფერი. გინდა გააკეთეთ, გინდათ არაო გვეუბნებიან. წვეთ–წვეთობით ვსვამთ ოშორის წყალს“, – ამბობს რუსთავის მკვიდრი ჯემალ კახაძე.

სანამ დაშრებოდა, წყაროს წყლებს ადგილობრივები სასმელად და პირუტყვის დასარწყულებლადაც იყნებდნენ. ახლა მათი საქონლის ერთადერთი სასმელი წყალი, სოფლის დაბლა არსებული მდინარე მტკვარია.

ადგილობრივები შიშობენ, რომ სასმელი წყლის გარეშე დარჩენა, სოფელს დაცლის პირას მიიყვანს.

„ერთი სიტყვით, მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან. ეს ყველაფერი დაუდევრობით არის, რომ არაფერი გაითვალისწინეს წინასწარ. სოფელი ახლა კატასტროფულ მდგომარეობაშია, თუ წყალი არ ჰქონდა, სოფელი დაიცლება. საუკუნეებს რომ ითვლიდა, ის წყლები დაიკარგა“, – გვეუბნება თემურ პაქსაძე.

რუსთაველები ამბობენ, რომ პრობლემით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს და დაპირებაც მიიღეს, რომ მოგვარდებოდა, თუმცა ამ დრომდე შედეგს ვერ ხედავენ.

„ადგილობრივ თვითმმართველობასთან ამაზე საუბარი წლებია გვაქვს. გვპირდებიან, მაგრამ საბოლოოდ, არვინ გვაქცევს ყურადღებას. არჩევნები მოვა, მოვლენ გვეტყვიან რა გიჭირთ, ვეტყვით, რომ ეს პრობლემა გვაქვს. ჰო, გაგიკეთებთო და მორჩა, იქ მთავრდება ყველაფერი“,–გვეუბნება თამაზ შავაძე.

იციან თუ არა ადგილობრივების პრობლემების შესახებ და აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა რუსთავის სასმელ წყალთან დაკავშირებით, კითხვებზე ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე გვეუბნება, რომ საკითზე ადგილობრივებს უკვე ესაუბრა და გეგმებიც აქვს, თუმცა რა, ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

„ჩვენ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, მათ ჩვენი ყველა გეგმა იციან დოკუმენტებიც ნანახი აქვთ, ვინც ვერ მოისმინა, ეს მათი პრობლემაა. მე სოფელთან მაქვს ანგარიში, მათ ყველაფერი ვუთხარით და ამაზე სხვა კომენტარების გაკეთებას აღარ ვაპირებ“, – გვითხრა როსტომ მაგრაქველიძემ.

რუსთაველების პრობლემის შესახებ ცნობილია „მტკვარი ჰესის“ დირექტორის, ალექსანდრე ოქროშიძისთვისაც. იგი, რუსთავში სასმელი წყაროების დაშრობას გვირაბის მშენებლობას არ უკავშირებს და არც პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ამბობს რომ ჰესის ადმინისტრაცია „კეთილი ნებით, შეძლებისდაგვარად“ მოსახლეობას დაეხმარება.

„ეს პრობლემები, რამდენადაც ვიცი დაწყებულია ბევრად ადრე, ვიდრე გვირაბის მშენებლობა დაიწყებოდა. მაგრამ მათი გულისტკივილი უყურადღებოდ არ დავტოვეთ და ჩავრთეთ სპეციალისტები. ჰიდროგეოლოგი გვყავს ჩართული, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ასევე ასპინძის მერთან ერთად ვაწარმოებთ შეხვედრებს, როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა. ჩვენ, მათ შეგვიძლია მხოლოდ ინტელექტუალურად დავეხმაროთ“,– გვიხსნის ალექსანდრე ოქროშიძე.

სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე, სასმელი წყლების დაშრობა სამი წლის წინ დაიწყო, რაზეც „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული. სოფლის მიმდებარე ტერიტორიას გეოლოგებიც სწავლობდნენ, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის კონკრეტულად რამ გამოიწვია წყაროების დაშრობა.

‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა

‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ
‘რამდენიმე წუთით ავცდი, რომ მიწას არ ჩავეტანე’– რუსთაველები ჰესის მშენებლობაზე