FM97.5 / LIVE

სოფელი რუსთავი წელსაც სასმელი წყლის გარეშე რჩება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.05.2018
ასპინძაში, სოფელ რუსთავისთვის წყლის მიყვანის ორი ალტერნატიული ვერსიიდან ვერცერთი ვერ შეირჩა. სოფელ ოშორიდან წყლის გამოყვანა, ან მდინარეზე ჭაბურღილის გაკეთება აღარ იგეგმება. რაიმე, სხვა ვერსიის შერჩევის შემთხვევაში კი სამუშაოების დასრულება წელს ვეღარ მოესწრება.

სოფელი რუსთავი წელსაც სასმელი წყლის გარეშე რჩება

სოფელ რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობა წყლის მისაყვანად მდინარე მტკვარზე ჭაბურღილის გაკეთბას გეგმავდა, თუმცა, ეს ვერსია მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ჭაბურღილი მწყობრიდან მალე გამოვიდოდა და ამის გამო სოფელი ისევ უწყლოდ დარჩებოდა.

ასევე, გამოირიცხა სოფელ ოშორიდან რუსთავისთვის წყლის მიყვანის ვერსიაც. მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ საკმარისი წყალი ოშორასაც აღარ დარჩება.

„უკვე მოვიკვლიეთ ის ტერიტორიები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა წყლის გამოყვანა და მანდ შეჩერდა ყველაფერი. ჯერ არ ვიცით კიდევ რისი გაკეთება შეიძლება, შესაბამისად არც პროექტი გვაქვს და არც დაფინანსების წყაროები ვიცით“, – გვითხრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

როდის გააგრძელებს სამინისტრო რუსთავში წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას, ან რა ვერსიები შეიძლება განიხილონ, უწყებაში ეს ჯერ არ იციან. თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ ვიდრე რამე გადაწყდება, სოფელი ისევ ტყიდან ჩამომდინარე წყაროს წყლების იმედად იქნება.

„ტყიდან ჩამოსული წყლები ძალიან ცოტაა. ამიტომ ერთადერთი გზა ისაა, რომ ეს ცოტა წყალი გამანაწილებლის საშუალებით იმ 130–მდე ოჯახს მივუყვანოთ, რომელიც სოფელში მუდმივად ცხოვრობს. რეალურად ჯერ სხვა გზა არაა“, – ამბობს სოფელ რუსთავის დეპუტატი თამაზ შავაძე.

მისი თქმით, კიდევ ერთი ვერსია, რაზეც შესაძლოა სამინისტრომ და თვითმმართველობამ იმუშაონ, რუსთავში სოფელ ურავლიდან წყლის გაყვანაა: „მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაჯდება. ღირებულების გამო არც კი ვიცი საერთოდ ამ ვარიანტის განხილვა რამდენად შესაძლებელი იქნება“.

უკვე ერთი წელია, რუსთავში 155 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელს სასმელი წყლის მიწოდება გასული წლის მაისში შეუწყდა. ადგილობრივებმა ეს ფაქტი ჰესისთვის გვირაბის გათხრას დაუკავშირეს. გვირაბი სოფელ საყუნეთიდან იჭრება და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. რუსთაველები სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ერთი წელია ითხოვენ, მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს, ასევე, შეხვდნენ ჰესის ხელმძღვანელობას და ასპინძის მერსაც.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა