FM97.5 / LIVE

სტიქიამ ახალქალაქს 115 000 ლარის ზარალი მიაყენა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.04.2018
ახალქალაქში ძლიერმა ქარმა, 17 სოფელში, დაახლოებით, 50–მდე შენობის სახურავი დააზიანა, რის გამოც მუნიციპალიტეტს 115 000 ლარის ზარალი მიადგა.

სტიქიამ ახალქალაქს 115 000 ლარის ზარალი მიაყენა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, მას შემდეგ რაც ზარალის ოდენობა დაითვალა, დახმარების თხოვნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა.

„კანონის თანახმად, როცა ზარალი 20 000 ლარზე მეტია, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვაგზავნით. თუ დახმარებაზე უარს გვეტყვიან, მუნიციპალიტეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.

მისივე თქმით, დაახლოებით 45 ოჯახს, ვისი სახურავიც მნიშვნელოვნად დაზიანდა, შესაკეთებლად თანხას მისცემენ: „დათვლილია რამდენი კვადრატული მეტრი დაზიანდა და პირად ანგარიშებზე დავურიცხავთ ზარალის ოდენობას. რაც შეეხება რიტუალების და კულტურის სახლების სახურავებს, მოვძებნით კომპანიებს, რომლებთანაც პირდაპირი მოლაპარაკების წესით გავაფორმებთ ხელშეკრულებებს, რადგან შენობები სასწრაფოდ გადასახურია“.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ძლიაერმა ქარმა ახალქალაქის 17 სოფელში მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ასევე, დაზიანდა რიტუალების და კულტურის სახლების სახურავებიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ძლიერმა ქარმა 17–მდე სოფელი დააზარალა
ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 135.701 ლარის ზარალი მიაყენა
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
ასპინძაში სტიქიით დაზარალებული ოთხი ოჯახისთვის 2 000 ლარი გამოიყო
სტიქიამ ბორჯომი 1 მლნ ლარით აზარალა
ძლიერმა ქარმა ასპინძაში შენობებს  სახურავი გადახადა
ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს