FM97.5 / LIVE

აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი

მთავარისაზოგადოება 12.02.2014
აშშ-ს საელჩომ ახალციხეში, ‘დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’ , 2014 წლის მცირე გრანტების საკონკურსო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ყოველწლიურ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კოორდინატორებმა სოფიო გეგეჭკორმა და ნინო გაგუამ გააცნეს.

მათი განმარტებით, 2014 წელს, აშშ-ს საელჩო შემდეგი ოთხი მიმართულების პროექტებს დააფინანსებს: სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდების ჩართულობა, გარემოს დაცვა და მასმედიის განვითარება.

როგორც საგრანტო პროგრამების კოორდინატორი სოფიო გეგეჭკორი ამბობს, თითოეული პროექტისთვის მაქსიმალური თანხა 24,000 დოლარია განსაზღვრული. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 28 თებერვალია.

„პროექტების განხილვა შემოტანიდან 3-6 თვემდე გრძელდება. კომისიის განხილვის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში იღებს დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილებას“, - ამბობს სოფიო გეგეჭკორი.

კონკურსისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილია 450 ათასი დოლარი და ამ თანხით სავარაუდოდ 25 პროექტი დაფინანსდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი თვიდან ერთ წლამდეა.

განმცხადებლებმა მომზადებული პროექტი 28 თებერვლის 18:00 საათამდე უნდა გააგზავნონ ფოსტით ან ჩააბარონ ამერიკის საელჩოს მისაღებში, მისამართზე: თბილისი, აშშ-ს საელჩო, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ჯორჯ ბალანჩინის ქ. N11.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ინგლისურ-ქართული და ინგლისურ-რუსული განაცხადის ფორმების ჩამოტვირთვა შეუძლიათ საელჩოს ვებგვერდიდან: http://georgia.usembassy.gov/resources/demcom.html.

კონკურსის პრეზენტაციები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოში, გორსა და ხაშურში.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს  საელჩოს შეთავაზება მედია, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა
აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის