FM97.5 / LIVE

ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა მონაწილეებს იწვევს

მთავარისაზოგადოება » განათლება 07.06.2013
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (IRI) იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში აქტივისტების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიღებას აცხადებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლაში (YPLS) მიიღონ მონაწილეობა.

ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა მონაწილეებს იწვევს
ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლის მიზანია გაზარდოს იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური პროცესების მონაწილეები იქნებიან.

YPLS-ის კურსები ჩატარდება შაბათ-კვირას, ერთდროულად ორ ადგილას - ქუთაისსა და ახალციხეში. ექვსკვირიანი სემინარების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა პოლიტიკური პროცესების შესახებ, მიიღონ სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმისთვის საჭირო უნარები და ჩამოაყალიბონ ახალი ქსელები თანატოლებთან ერთად.

ასევე, ლექციები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლიდერობის უნარები, პოლიტიკური კომუნიკაცია და კამპანია, მედია განათლება, პოლიტიკური პარტიები და იდეოლოგიები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ლიდერობა, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსების მოძიება, აქტიური მოქალაქეობა და სხვა.

მასში მონაწილეობის უფლება 17 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაინტერესების შემთხვევაში მსურველებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე უნდა გააგზავნონ: ypls2013@gmail.com

”განცხადების შეტანის ბოლო ვადა 7 ივნისი იყო, მაგრამ ორი დღე კიდევ დაემატა და მსურველებს მისი გამოგზავნა 8 და 9 ივნისსაც შეეძლება. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან საბოლოო ვადიდან ერთი კვირის განმავლობაში, ტრენინგები კი 22 ივნისიდან დაიწყება და ახალციხეში ჩატარდება”, - ამბობს ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლის წარმომადგენელი ახალციხეში ჯაბა ნათენაძე.

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებს ტრენინგის ადგილამდე მგზავრობა და საცხოვრებელი ადგილის ხარჯები დასჭირდებათ ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ: http://jobs.ge/58369/

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით
ახალციხეში ‘სამოქალაქო ქმედების სკოლა’ სტუდენტებისთვის ლექციებს ჩაატარებს
იწყება კამპანია  – 'კაცები ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისათვის'
სასამართლო მედიატორთა კონკურსი
რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები საარჩევნო საკითხებს გაეცნენ