FM97.5 / LIVE

სასამართლო მედიატორთა კონკურსი

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.09.2016
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურს სასამართლო მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

სასამართლო მედიატორთა კონკურსი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ტრენინგში მონაწილეობის მსურველები თავისუფლდებიან სწავლების საფასურისაგან. სანაცვლოდ, ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში სერტიფიცირებული მედიატორები ვალდებულნი იქნებიან ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ახალციხის სასამართლო მედიაციის პროექტში მედიატორის სტატუსით.

ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 25 საათი და ჩატარდება ა/წ 28-30 ოქტომბერს, ახალციხეში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესრულებული აქვს 28 წლის ასაკი. უპირატესობა მიენიჭებათ ქ. ახალციხის მცხოვრებთ და უმაღლესი იურიდიული ან ფსიქოლოგიური განათლების მქონე კანდიდატებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 1 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mediation@hcoj.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

1. ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ელექტრონული ასლ(ებ)ი;
3. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ელექტრონული ასლ(ებ)ი;
4. სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს მედიატორობა;
5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს საკონკურსო კომისია მიიწვევს გასაუბრებაზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იურისტის ვაკანსია ახალციხეში 'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს' ოფისში ®
იურისტის ვაკანსია ახალციხეში ,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®
განცხადება ვაკანსიის შესახებ ®
იურისტის ვაკანსია ახალციხეში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამაზე 'ასწავლე საქართველოსთვის' შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა