FM97.5 / LIVE

რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს

მთავარისაზოგადოება 06.11.2015
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, 7 და 8 ნოემბერს, ახალციხეში, არჩევნების თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ტრენინგს ჩაატარებს.

რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს
ტრენინგს ახალციხის საჯააარო სკოლების უფროსკლასელები და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან.

ორდღიანი ტრენინგის პირველი დღე ინფორმაციული იქნება. რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტი პაატა ცნობილაძე, მოწვეულ ტრენერთან - ქეთევან მამამთავრიშვილთან ერთად, ახალგაზრდებს საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელს, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზებს (რა არის დემოკრატია, არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი), არჩევითი ორგანოების ფორმირებასა და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობას გააცნობს.

ტრენინგის პირველი დღე ასევე დაეთმობა წინასაარჩევო კამპანიას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სუბიექტების უფლებამოსილებას, საარჩევნო უბნის გახსნიდან დახურვამდე არსებული პროცედურების გაცნობას.

მეორე დღეს კი ტრენინგი იმიტირებული საარჩევნო პროცესით გაგრძელდება. ახალგაზრდები ონაწილეობას მიიღებენ არჩევნების იმიტაციაში და ყველა იმ პროცედურას შეასრულებენ, რაც საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის პერიოდამდე გრძელდება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. მათ დაურიგდებათ საინფორმაციო მასალები და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.

ტრენინგი „რეგიონული მედიის ასოციაციის“ პროექტის - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდება. პროექტს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ აფინანსებს.

ტრენინგი ტარდება შემდეგ მისამართზე: ახალციხე, დიდიმამიშვილის ქ. N16. "სამხრეთის კარიბჭეს" ოფისი.
საკონტაქტო პირი ნინო ნარიმანიშვილი. ტელ.: 593 92 64 29


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელ ახალგაზრდებს არჩევნების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
გამოვიდა საგაზეთო ჩაანართის „მედია და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ პირველი ნომერი
MDF-ის შეთავაზება 14-25 წლამდე ახალგაზრდებს
ახალციხეში ქალ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას ასწავლიან
საქართველოს უნივერსიტეტის ტრენინგი თემაზე - ყველაფერი დასაქმებისთვის [R]
ტრენინგი ახალგაზრდებისთვის ბორჯომსა და ახალციხეში ®
იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის