FM97.5 / LIVE

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 21.03.2018
ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთი – ეს სამცხე–ჯავახეთის ახალდანიშნული პროკურორის, შოთა რიჟამაძის დეკლარირებული ქონების ჩამონათვალია.

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი

2018 წლის 15 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შოთა რიჟამაძე თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლისა და გულიას ქუჩების გადაკვეთაზე, 136 კვადრატული მეტრი ფართის ბინა აქვს.

დოკუმენტის მიხედვით, მას ეს ბინა 2015 წელს, 70 000 ლარად აქვს შეძენილი. ამავე მისამართზე და ამავე წელს, 7000 ლარად აქვს ნაყიდი ავტოფარეხი, რომლის ფართი 17,6 კვადრატული მეტრია.

ამავე ტერიტორიაზე შოთა რიჟამაძეს 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 418 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი აქვს. თუმცა, ამ ქონებას რიჟამაძე წილობრივად ფლობს – კომერციული ფართის 3,12%–ს და მიწის ნაკვეთის 5%–ს.

გარდა ამ ქონებისა, მის მეუღლეს, თამრიკო სოლოღაშვილს, თბილისში, ბაჩანას ქუჩაზე, 64 კვადრატულ მეტრ ბინაში 20% –იანი წილი აქვს.
15 მარტის მდგომარეობით, შოთა რიჟამაძეს, საქართველოს ბანკში, 5 006 ლარი ერიცხება. 229 ლარი აქვს მის მეუღლეს ‘ტერა ბანკში’ სახელფასო ანგარიშზე და 510 ლარი ანაბარზე, ამავე ბანკში.

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი დაიბადა 1984 წელს. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007 წელს მუშაობა დაიწყო ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სპეციალისტად.
2007-2008 წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურაში.
2009-2014 წლებში მუშაობდა სხვადსხვა პოზიციებზე როგორ რაიონულ, ასევე მთავარ პროკურატურაში. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დეპარტამენტებსა და სამმართველოებს სხვადასხვა სამინისტროებში. იყო ბათუმის რაიონული პროკურორი და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.
2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

შოთა რიჟამაძემ, როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურორმა, ანაზღაურების სახით, გასულ, 2017 წელს, 59 295 ლარი მიიღო, იმავე წელს, 205 ლარი გადაუხადა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სადაც ის მიწვეული პედაგოგია.

მეუღლისს ანაზღაურება გასულ წელს 35 875 ლარს შეადგენდა. თამარ რიჟამაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის.

დეკლარაციის მიხედვით, შოთა რიჟამაძეს 2017 წლის აპრილში 28 ათასი დოლარის სესხი აქვს აღებული.

შოთა რიჟამაძე სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორად ერთი თვის წინ, მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.

'სამხრეთის კარიბჭემ' ოლქის ახალდანიშნულ პროკურორთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რა არის რეგიონის პირველი პროკურორის მთავარი პრიორიტეტი და რა შემთხვევებში არასოდეს წავა მოლაპარაკებაზე დაცვის მხარესთან, გაეცანით მასალაში 'ქალზე ძალადობაში ბრალდებულთან საპროცესო გარიგებაზე არ წავალთ' – ინტერვიუ ოლქის ახალ პროკურორთან


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა
რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ოლქის ახალი პროკურორი
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
რა ქონებას ფლობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე