FM97.5 / LIVE

სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.02.2018
სამცხე–ჯავახეთის პროკურატურას შოთა რიჟამაძე უხელმძღვანელებს, – ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის გვერდზე გამოქვეყნდა. ამ პოზიციაზე მან ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის პოზიციიდან გადმოინაცვლა.

სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

პროკურატურის ვებგვერდზე დაცული ინფორმაციის მიხედვით, შოთა რიჟამაძე დაიბადა 1984 წელს. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კარიერა დაიწყო 2007 წელს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სპეციალისტად.

2007-2008 წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურაში. 2009-2014 წლებში მუშაობდა სხვადსხვა პოზიციებზე როგორ რაიონულ, ასევე მთავარ პროკურატურაში. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დეპარტამენტებსა და სამმართველოებს სხვადასხვა სამინისტროებში. იყო ბათუმის რაიონული პროკურორი და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი. 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

შოთა რიჟამაძემდე სამცხე–ჯავახეთის პროკურატურას მალხაზ კაპანაძე ხელმძღვანელობდა. იგი ქალაქ თბილისის პროკურორად გადაიყვანეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა.

მათ შორის:

► ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა;
► აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა;
► დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა;
► კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა;
► შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა;
► სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად მალხაზ გეწაძე დაინიშნა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა
საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა