FM97.5 / LIVE

ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.03.2018
ხვალ, 16 მარტს ბორჯომის საკრებულოში დანიშნული სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი მეშვიდედ უნდა განეხილათ, აღარ ჩატარდება. საკრებულომ მერიას თანამდებობრივი სარგოების განმსაზღვრელი დოკუმენტი უკან ისევ სხდომაზე განხილვის გარეშე დაუბრუნა.

ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას საშტატო ნუსხის და სარგოების საკითხი შენიშვნებით დღეს, 15 მარტს დაუბრუნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე მიიღეს.

საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ ხელფასების მატების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატები პოზიციას არ ცვლიან: „ იგივე დოკუმენტი გადავუგზავნეთ მერიას, რაც შვიდი მარტის სხდომაზე გვქონდა მიღებული. ამჯერად განსხვავება მხოლოდ ბორჯომის მერის ხელფასია. წინა კვირაში მერმა განაცხადა არ მინდა ხელფასის მომატება და რატომ მიზრდით 300 ლარითო, ამიტომ ისევ დავუტოვეთ 2650 ლარი“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გეგმიური საკრებულოს სხდომა 28 მარტს ჩატარდება და ამ დღეს დაელოდებიან, მანამდე კი არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

შეგახსნებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხელფასების მატების საკითხი ხვალ, 16 მარტს მეშვიდედ უნდა განეხილა. ბოლოს საკრებულოს აღნიშნულ თემაზე 9 მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა, საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე მერიას უკან დაუბრუნა. ამის გამო 9 მარტს დანიშნული სხდომა აღარ ჩატარდა. 10 მარტს ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ ბრიფინგი გამართა და საკრებულო საბოტაჟსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ხელფასების და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხის განხილვას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებამოხდა დეპუტატებს შორის 28 თებერვლის სხდომაზე, შენობაში რამდენიმესაათიანი აურზაური, მეორე დღეს კი მერიის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მოჰყვა.

[თიკო ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომის მერი 10 მარტს ბრიფინგს გამართავს
ბორჯომის მერია საკრებულოს სახელფასო ოდენობებს მეხუთედ გადაუგზავნის
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ლევან ლიპარტია: ხელფასის ზრდაზე უარი განვაცხადე, საკრებულო კი მიმატებს, ეს პროვოკაციაა
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან