FM97.5 / LIVE

ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.03.2018
ბორჯომის საკრებულო მერიის გაზრდილი ხელფასების ოდენობას ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან ერთად განიხილავს. თუმცა, ჯერ ცნობილი არც ახალი თავმჯდომარის ვინაობა და არც მომავალი სხდომის თარიღია.

ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან

დღეს, 28 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის შემდეგ, დეპუტატებს მერიის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები უნდა დაემტკიცებინათ. თუმცა, აღნიშნული საკითხის განხილვა მომავალი სხდომისთვის გადაიდო. დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ხელფასების ოდენობას კენჭი მაშინ უყარონ, როცა საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

მერიიდან საკრებულოში წარდგენილი თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, რომელზეც დღეს უნდა ემსჯელათ, მერის ხელფასი 2 650 ლარია, სამსახურების უფროსების – 2 000 ლარი, განყოფილების უფროსების – 1 600 ლარი, სპეციალისტების – 1 000 – 1 100 ლარი.
საშტატო ნუსხის მიხედვით მერიაში 88 შტატია განსაზღვრული, ამას ემატება სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხუთი შტატი. საერთო ჯამში, 93 თანამშრომლისთვის თვეში სახელფასო ფონდი 117 350 ლარი გამოდის.

„საშტატო ნუსხა დარჩება უცვლელი და ხელფასების ნაწილში ეს დოკუმენტი შეიცვლება“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი.

შეკითხვაზე, რა შეიცვლება ხელფასების ნაწილში, გოგიჩაიშვილი გვპასუხობს: „ჯერ ეს არ ვიცით, ვეცდებით საკრებულოსა და მერიას შორის ჩამსხვრეული ხიდი აღვადგინოთ და კომუნიკაცია დავიწყოთ. აუცილებლად დამტკიცდება მომავალ სხდომაზე ხელფასების საკითხი ისე, რომ არც თვითმმართველობის თანამშრომლები და არც ბიუჯეტი არ დაზარალდეს“.

რას შეცვლის მომავალ სხდომაზე გასატანად საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განმსაზღვრელ დოკუმენტში მერია უცნობია. აღმასრულებელ ორგანოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ბორჯომის თვითმმართველობაში კრიზისი მერიის გაზრდილი ხელფასების დამტკიცების საკითხმა შექმნა. საკრებულოს მერიის გადაგზავნილი დოკუმენტი მეშვიდედ უნდა განეხილა, თუმცა, ამჯერად დეპუტატებს, აღნიშნული საკითხი სხდომაზე არ გაუტანიათ, მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტი გახდა. დღეს, 28 მარტს, დეპუტატებმა, 19 ხმით ორის წინააღმდეგ, ჩაჩანიძე დაკავებული პოზიციიდან გადააყენეს.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის მერია საკრებულოს სახელფასო ოდენობებს მეხუთედ გადაუგზავნის
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე