FM97.5 / LIVE

ლევან ლიპარტია: ხელფასის ზრდაზე უარი განვაცხადე, საკრებულო კი მიმატებს, ეს პროვოკაციაა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.03.2018
მერია ბორჯომის საკრებულოს გაზრდილ ხელფასებს დასამტკიცებლად უკვე მეხუთედ, უცვლელად გადაუგზავნის. ამის შესახებ ლევან ლიპარტიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლევან ლიპარტია: ხელფასის ზრდაზე უარი განვაცხადე, საკრებულო კი მიმატებს, ეს პროვოკაციაა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, ლევან ლიპარტიამ ბრიფინგი დღეს, 10 მარტს გამართა.

"გაუგებარია რატომ მთავაზობენ სარგოს გაზრდას, როდესაც მე ხელფასის მატებაზე უარი განვაცხადე. მთავაზობენ დანარჩენ თანამშრომლებს მოვაკლო ხელფასი და ჩემი გაიზარდოს. ეს საკრებულოს მხრიდან არის საბოტაჟი, პროვოკაცია", – განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მისი თქმით, მესამე თვეა მერიის თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობენ: " არ შეიძლება ასეთი რამ გააკეთო. ეს არის სირცხვილი თითოეული ბორჯომელისა, შეურაცხყოფა ჩვენი და მთელი საქართველოსი".

ლევან ლიპარტიას განცხადებით, მერია საკრებულოს ორშაბათს, 12 მარტს, იგივე საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობას ჩააწოდებს,რომელიც საკრებულომ ხუთ მარტს მიიღო, თუმცა მის განხილვაზე უარი განაცხადა.

"დაფიქსირებული იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს სრულიად კანონიერად გაეზარდოს ხელფასი, ხოლო ჩემი დარჩეს უცვლელი. მე მინდა მოვუწოდო მათ გადადგან ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, გონივრული გზა აირჩიონ და ამ ხალხის სახელფასო ცვლილებას მხარი დაუჭირონ ", – განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

შეკითხვაზე, თუ არ დამტკიცებს მათ მიერ ჩაწოდებულ საშტატო ნუსხას საკრებულო, შესაძლოა თუ არა ისევ გაიფიცოს მერია, გვპასუხობს:"არ ვიცი როგორ განივითარდება მოვლენები".

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია არ გამორიცხავს, რომ ხელფასების იმ ოდენობით მატებას, რასაც ახლა მიაწვდის მერია საკრებულოს, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მხარს დაუჭერს.

"ზაზა ჩაჩანიძეს შეეშინდა, რომ თუ სხდომაზე ამ დოკუმენტს შეიტანდა და ცხრა მარტს იმსჯელბდნენ, მისი გუნდის წევრებს შესაძლოა მხარი დაეჭირათ, ამიტომ დეოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე განუხილველად მერიას გადაუგზავნა", – განაცხადა ირაკლი კვრიკველიამ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიამ საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე ოთხჯერ მიმართა. მეოთხედ საკრებულოს ცხრა მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა, საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე მერიას უკან დაუბრუნა. ამის გამო ცხრა მარტს დანიშნული სხდომა აღარ ჩატარდა.

საკრებულომ მერიას ხელფასების მატების ახალ ვერსია შესთავაზა, სადაც მერის, მოადგილეების, ასევე სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელი პირების სახელფასო სარგოები, მერიის მიერ წარმოდგენილ სარგოებთან შედარებით 400–300 ლარით ნაკლებია.



[თამუნა უჩიძე, თინათინ ზაზაძე – ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერი 10 მარტს ბრიფინგს გამართავს
ბორჯომის მერია საკრებულოს სახელფასო ოდენობებს მეხუთედ გადაუგზავნის
ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა