FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.03.2018
ბორჯომის მერიას საკრებულომ ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი სხდომაზე განხილვის გარეშე უკან დაუბრუნა. ამის გამო, ცხრა მარტს დანიშნული სხდომა აღარ გაიმართება;

ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადექვატურად გაზრდილია. საკრებულო მერიას ხელფასების მატების ახალ ვერსიას სთავაზობს, სადაც მერის, მოადგილეების, ასევე სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელი პირების სახელფასო სარგოები, მერიის მიერ წარმოდგენილ სარგოებთან შედარებით 400–300 ლარით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე დღეს, 7 მარტს გამოქვეყნდა. „სამხრეთის კარიბჭე“ ბორჯომის საკრებულოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ 2018 წლის 7 მარტს განიხილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩამოწოდებული საკითხი მერიის საშტატო ნუსხისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ.
როგორც ზემოთ აღნიშნულ კომისიას, ასევე საკრებულოს ბიუროს ერთხმად მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადექვატურად არის გაზრდილი მაქსიმალური "შკალის მიხედვით" .
აქედან გამომდინარე, შენიშვნების სახით აღნიშნულ საკითხს უკან ვაბრუნებთ მერიაში, კერძოდ წინადადებას ვაძლევთ მერის მოადგილეებს,
სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელ პირებს სარგოს გაზრდა მოახდინონ ზღვრულ ფარგლებში შესაბამისი დანართის სახით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად 2018 წლის 9 მარტს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება“, – ვკითხულობთ საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერი 10 მარტს ბრიფინგს გამართავს
ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან
ლევან ლიპარტია: ხელფასის ზრდაზე უარი განვაცხადე, საკრებულო კი მიმატებს, ეს პროვოკაციაა
ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს