FM97.5 / LIVE

ახალქალაქში საატესტატო გამოცდებს აფასებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.05.2013
ახალქალაქის სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. როგორ აფასებენ წლევანდელ, თავისუფალ საგამოცდო სისტემას დირექტორები.

ახალქალაქში საატესტატო გამოცდებს აფასებენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა გამოცდა 9 საგანში ჩააბარეს. შარშანდელ რვა საგამოცდო საგანს, სკოლების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი საგანი – სომხური ენა დაემატა. შედეგად, მოსწავლეებმა გამოცდებს შემდეგ საგნებში ჩაააბარეს: ქართული ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, უცხო ენა, ფიზიკა და სომხური ენა.

ერთიანი გამოსაშვები გამოცდებისგან განსხვავებით, რომლებიც გასულ წელს კომპიუტერით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და თითოეულ კითხვაზე მოსწავლეს 2 წუთი ქონდა, წელს ტესტირება წერით მიმდინარეობდა. ტესტები სკოლებმა თავად შეიმუშვეს და მათ შესავსებად მოსწავლეებს ორი საათი ჰქონდათ.

ახალქალაქის მეოთხე სკოლაში გამოცდებს 17 მოსწავლე აბარებდა. ამათგან, 15 წლევანდელი კურსდამთავრებულია, ორი კი გასული წლის. ისინი იმ საგნებს აბარებდნენ, რაშიც გასულ წელს ბარიერი ვერ გადალახეს. ასევე, ექსტერნად აბარებდა გამოცდებს ხუთი მეთერთმეტეკლასელი.

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის ნათელა გრიგორიანის თქმით, ერთიანი გამოსშვები გამოცდების სისტემა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე წელს დანერგილი საგამოცდო მეთოდი.

„ჩვენს სკოლაში მასწავლებლებმა რთული ტესტები შეადგინეს, ზოგან შეიძლება ჩვენზე რთული ტესტები აქვთ, ზოგან იოლი, შეფასების სისტემა კი ყველასთვის სხვადასხვა გამოდის. ერთიან გამოცდებში კი ჩანს რომელი სკოლა რა საფეხურზეა განათლების ხარისხით. სხვანაირად იქნებოდა, სამინისტროს რომ გამოეგზავნა ტესტები, მაშინ ყველას ერთნაირი შეფასების სისტემა ექნებოდა“, – ამბობს დირექტორი და ამატებს, რომ მოსწავლეები კარგად მოემზადნენ და მინიმალური ქულა, მაგალითად ქართულ ენაში, რაც მოსწავლეებმა მოაგროვეს – 7 ქულაა.

საგამოცდოდ გულდასმით მოემზადნენ პირველ საჯარო სკოლაშიც. გამოცდებს 19 მიმდინარე წლის და 12 გასული წლის კურსდამთავრებული აბარებდა. სკოლის დირექტორი რუზანნა ტეპოიანი ფიქრობს, რომ გამოცდა ტესტირების მეთოდით არაობიექტურია და გაცილებით ეფექტურად ძველ, ზეპირ, კითხვა–პასუხის მეთოდს მიიჩნევს.

„შარშანდელმა სისტემამ მოსწავლეების ცოდნა არარეალურად შეაფასა. იყო შემთხვევები, რომ სუსტმა მოსწავლემ დადებითი ქულები მოაგროვა, საუკეთესო მოსწავლეებმა კი ვერ ჩააბარეს. კომპიუტერის წინ მჯდარი მოსწავლე გაურკვევლობაშია, იბნევა, ჩნდება დროში ვერჩატევის შიში და ხშირად დაუფიქრებლად, სწრაფად სცემს პასუხებს. ცოდნის შემოწმებისთვის ტესტირება არც ისე სწორი მეთოდია. აქ შემთხვევითობის პრინციპი მოქმედებს. გამოცდების ადრინდელი სისტემა გაცილებით სწორი იყო“, – ამბობს იგი.

წელს ახალქალაქის მეხუთე საჯარო სკოლაში 7 მე–12 კლასელი იყო, მაგრამ გამოცდა 11–მა ჩააბარა, მათ შორის, ერთი შარშანდელი, სამი კი შარშანწინდელი სკოლადამთავრებულია. სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკიანიც ამბობს, რომ გამოცდის ამ მეთოდს არ მიესალმება.

„გვყავდა შესანიშნავი მოსწავლე, რომელმაც მაუსით მუშაობა არ იცოდა და დაზარალდა. ფაქტია, რომ იყვნენ ბავშვები, არც ისე კარგი მოსწრებით, მაგრამ ბედის წყალობით ატესტატები მიიღეს. გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ ტესტირებით არასწორია, სწორია ბილეთი. გაცვლის სისტემაც კარგია, მაგალითად, ჩვენ ჩავაბარებდით დემირჩიანის სახელობის მეოთხე სკოლაში და პირიქით, ანუ, ბავშვისთვის გარემო უცნობი იქნებოდა და მისი შეფასებაც სრულფასოვანი გამოვიდოდა“, – ფიქრობს იგი.

მეორე რუსულ სკოლაში წელს დამამთავრებელი კლასის 34 მოსწავლეა. მათთან ერთად გამოცდებს აბარებდა ცხრა ბავშვი, რომელთაც სკოლა 2012 წელს დაამთავრეს.

სკოლის დირექტორი ლარისა კაროიანი წლევანდელი გამოცდების სისტემას დადებითად აფასებს: „სკოლა წელს დამოუკიდებლად ატარებს გამოცდებს. ვფიქრობ, ეს მეთოდი უფრო ეფექტურია, რადგან პირველ რიგში, ტესტების შედგენისას დაიწერა 100–ზე მეტი შეკითხვა, შემდეგ ამ კითხვებიდან შევარჩიეთ და დავამტკიცეთ. ყველა ტესტი მაღალი დონისაა და ძალიან კარგად არის შედგენილი. ბავშვები კმაყოფილი არიან და წარმატებით აბარებენ გამოცდებს“.

ახალქალაქის საგანამანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ნარცის კარაპეტიანის აზრით, ერთიანი გამოსაშვები გამოცდების სისტემა უფრო სწორია და მას მომავალ წელს დააბრუნებენ.

„ამ მეთოდით გამოცდის ჩაბარების უფლება მხოლოდ წელს გვაქვს, მომავალ წელს გამოცდები შარშანდელივით, ონლაინ რეჟიმში იქნება. შარშანდელი სისტემა სწორი და ობიექტურია, რადგან ახლა სკოლები რასაკვირველია ლოიალურად მიუდგებიან გამოცდებს. გასაგებია, რომ მაინც მათი მოსწავლეა, მათი რეიტინგია. შეიძლება მოსწავლის სასარგებლოდ შეაფასონ“, – ამბობს ნარცის კარაპეტიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
 გამოცდების შედეგები ათ  დღეში გაირკვევა
ახალციხის სკოლებში საატესტატო გამოცდების განრიგი გაწერეს
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ახალციხის 5 სკოლაში უატესტატოდ 19 მოსწავლე დარჩა, ერთი სკოლა კი მონაცემებს მალავს
ახალციხის სომხურ სკოლაში გამოცდები ერთ ეტაპად ჩააბარეს
ახალციხეში, გამოსაშვებ გამოცდებზე,  280-დან 42 მოსწავლე ჩაიჭრა