FM97.5 / LIVE

კოსტავას ქუჩაზე ხანძრისგან მიყენებულ ზარალს მერია სწავლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2017
2 აპრილს, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრით მიყენებულ ზარალს, ახალციხის მერიაში შექმნილი ზარალის შემსწავლელი კომისია დაითვლის. ამის შემდეგ გადაწყდება, რითი დაეხმარებიან დაზარალებულებს.

კოსტავას ქუჩაზე ხანძრისგან მიყენებულ ზარალს მერია სწავლობს

როგორც ახალციხის მერიაში ამბობენ, ზარალის შემსწავლელი კომისია ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.

„ჯერ დაითვალონ ზარალი და შემდეგ განისაზღვრება, რა თანხით შეიძლება დაეხმაროს ოჯახებს მერია“, – განმარტავენ თვითმმართველობაში.

შეგახსენებთ, რომ კოსტავას 50 ნომერში ხანძარი 2 აპრილს, გამთენიას გაჩნდა. ცეცხლი ჯერ, ერთერთი სახლის სახურავში გაჩნდა, შემდეგ კი გვერდით მდგომ ოთხ სახლს მოედო. ხუთი სახლისდან ერთის მეპატრონე რუსეთშია, ოთხი ოჯახიდან განსაკუთრებულად დაზარალებული ერთი კი თავს მეზობელთან აფარებს.

ამ შემთხვევას, ორი კვირით ადრე, 21 მარტს, მესხეთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უსწრებდა, რა დროსაც, სამი ოჯახი დაზარალდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მათ მერია 2500 ლარამდე თანხას გამოუყოფს.

„მესხეთის ქუჩაზე დაზარალებულებს მალე ჩაერიცხებათ თანხა. საფინანსო სამსახური უკვე მუშაობს ამაზე“, – განმარტავენ მერიაში.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]
ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება
რით დაეხმარება ახალციხის მერია ხანძრით დაზარალებულებს
ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება
ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს