FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.04.2018
ბორჯომის ახლადაკომპლექტებულმა საკრებულომ მერიის და საკრებულოს აპარატის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა. მერიის თანამშრომლები სამი თვის დავალიანებას მომატებული სახელფასო სარგოების მიხედვით მიიღებენ.

ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამშრომლებს ხელფასი 150–დან–400–ლარამდე გაეზრდებათ. მერის მოადგილეს კი 500 ლარი დაემატება. არ იზრდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი.

რაც შეეხება საკრებულოს, აქ ხელფასი მხოლოდ საკრებულოს აპარატის 16 თანამშრომელს,ასევე, 150–დან–400–ლარამდე მოემატება. იგივე რჩება საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიის და ფრაქციების თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოები.

ბორჯომის თვითმმართველობის თანამშრომლები სამი თვის ხელფასს ეტაპობრივად აიღებენ. მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში აცხადებენ, რომ ერთიანად დარიცხვა შეუძლებელია: "ამას ხაზინა არ გაატარებს. სამი თვის ხელფასი იმ ოდენობით გაიცემა, რაც დღეს დაამტკიცეს, ანუ თანმშრომლები დაგვიანებით, მაგრამ მომატებულ ხელფასებს მიიღებენ".

22 დეპუტატიდან მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების წინააღმდეგი მხოლოდ ერთი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ვიოლეტა ბალახაშვილი იყო.

"მინდოდა, რომ ამ დაზოგილი თანხით ბავშვებს ხატვის და მუსიკის წრეებზე სიარულის საშუალება ჰქონოდათ. ვწუხვარ, რომ ეს ასე არ მოხდა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ დავუჭირე მხარი ხელფასების მატებს, იყო ის, რომ მერის ხელფასი არ გაიზარდა. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მას აქვს", – ამბობს ვიოლეტა ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ორ აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს. ასევე დაამტკიცეს თვითმმართველობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განაწილებული თანამდებობები და გაზრდილი ხელფასები – ბორჯომში კრიზისი დასრულდა
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს