FM97.5 / LIVE

რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.03.2018
რამდენი ლარით გაიზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში, თუ საკრებულო მომატებულ სარგოებს დაამტკიცებს.

რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
დღეს, 5 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს მესამედ მიმართა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც უკვე მესამე თვეა საკრებულოსგან უშედეგოდ ითხოვენ, ხელფასები არ იზრდება. დეპუტატების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი კი უსაფუძვლოა.

„ახალი საშტატო ნუსხის შემთხვევაში დანამატი და პრემიები აღარ იქნება. ყველაფერი ერთიანად ხელფასებში გაიწერება“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

გასულ წელს ბორჯომის გამგეობის სახელფასო ფონდი 1 290 200 ლარით იყო განსაზღრული. აქედან ხელფასების გასაცემად 902 200 ლარი გამოიყო, ასევე დარიგდა 149 200 ლარის პრემია და 103 300 ლარის დანამატი.

რაც შეეხება 2018 წელს, როგორც მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, წინა წლისგან გასხვავებით სახელფასო ფონდს 60 000 ლარი დაემატა და 1 350 200 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხიდან 25 000 ლარი მერიაში ერთი ახალი შტატისთვის გაიწერა. აქამდე მერიას აუდიტის სამსახურის უფროსი არ ჰყავდა. თუმცა ამით, მერიაში შტატების მატება არ მომხდარა, რადგან ასევე ერთი თანამშრომელი, მერის მდივანი ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს.

აქედან გამომდინარე გამოდის, რომ გასულ წელთან შედარებით, მერიაში სახელფასო ფონდი 35 000 ლარით იზრდება.
მერიაში კი აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა მათი ინიციატივით არ მომხდარა.

„თანხის ოდენობა ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვრა. საფუძველი კი პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მიღებული კანონია. ამ კანონით ხელფასების კლება დაუშვებელია, უნდა მოხდეს მატება და სამაგიეროდ, აღარ გაიცემა პრემია–დანამატები“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე.

რაც შეეხება ბორჯომის საკრებულოს აქ 2017 წელს სახელფასო ფონდი 460 000 ლარი იყო, ხოლო 2018 წელს ეს თანხა 490 000 ლარამდე გაიზარდა. საკრებულოს გასულ წელთან შედარებით ექვსი თანამშრომელი დაემატა და საშტატო ნუსხა 32–ით განისაზღვრა. საკრებულოსგან განსხვავებით არ გაზრდილა შტატების ოდენობა მერიაში, აქ 89 შტატია.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის განმარტებით საკრებულოში ხელფასები რიგით თანამშრობლებს მოემატათ, რაც შეეხება თანამდებობის პირებს, მათი ხელფასები არ გაზრდილა.

„საკრებულოში ხელფასი ზოგს 30 ლარით, ზოგს კი 50 ლარით მოემატა. სამსახურის უროსების შორმის ანაზღაურება კი 150 ლარით გაიზარდა“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

ზაზა ჩაჩანიძე მოუწოდებს მერიის თანამშრომლებსაც, რომ იგივე ოდენობით მოუმატონ თანამშროლებს ხელფასები, როგორც ეს საკრებულოში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულო მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ თანახმა ვართ 150 ლარით გაეზარდოს სამსახურის უფროსს და გაუხდეს 1 700 ლარი. მერის მოადგილეს მოემატოს 200 და არა 600 ლარით, რიგითი თანამშრომლის ხელფასის მომატებას კი პირველივე დღიდან ვეთანხმებით“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომა, სადაც ხელფასების მატების საკითხი უნდა განიხილონ ცხრა მარტს, 12:00 საათზე დანიშნა.

დოკუმენტის მიხედვით მერიის თანამშრომლების გაზრდილი ხელფასები ასე გამოიყურება: მერის პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი, სამსახურების უფროსები – 2 000 ლარი.

2017 წლის 16 ივნისის დადგენილებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 2 650 ლარია, მისი მოადგილის 2 000, სამსახურის უფროსების კი 1550 ლარი.

საკრებულოში მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტში უცლველი მხოლოდ მერის ხელფასია. ლევან ლიპარტია კვლავ 2 650 ლარს მიიღებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 22 999 605 ლარია.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან